რონალდო: "კაბანერო არ მოიქცა სწორად"
რონალდომ კომენტარი გააკეთა სარა კარბონეროს საქციელზე..
რონალდომ ერთ-ერთ ჩაწერაზე, რომელსაც As აწარმოებდა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა სარა კარბონეროზე. ჟურნალისტმა ინტერვიუს ბოლოს რონალდოს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა სარა კარბონეროს საქციელზე. რონალდომ განაცხადა, რომ სარა არასწორად მოიქცა და შიდა სამზარეულო ჟურნალებში არ უნდა გადიოდეს.
"ვფიქრობ, სარა არასწორად მოიქცა, რა თქმა უნდა, ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც ეს გუნდის და კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობას ეხება უნდა ინებო და თავი შეიკავო. რაც "მადრიდის რეალის" გასახდელში ხდება ის გასახდელშივე უნდა დარჩეს და არ უნდა ვკითხულობდეთ მეორე დღეს გაზეთებში ესეთ ამბებს."
შეგახსენებთ, სარა კარბონერომ განაცხადა, რომ რეალში ყველაფერი რიგზე არაა და ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტია.
ინფორმაციის წყარო: SPORT.es
- 8 თებერვალი 2013
- 4 963
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.