პელეგრინიმ საკუთარი ფეხბურთელები შეაქო

როგორც ვიცით გუშინ სამეფო კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ხეტაფე", თანაც აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "რეალი" ათი კაცით თამაშობდა და მაინც სრულად აკონტროლებდა შეხვედრის მსვლელობას. სწორედ აქედან გამომდინარე შეაქო მანუელ პელეგრინიმ საკუთარი შეგირდები.

"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ მომენტში მსაჯი წითელ ბარათს მისცემდა რაულ ალბიოლს, მაგრამ არც ამ გაფრთხილების შემდეგ დამიკარგავს იმედი, რადგანაც ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ჩაატარეს გუშინდელი მთელი შეხვედრა."

"მე ვფიქრობ რომ ეს იყო საუკეთესო მატჩი ამ სეზონში, რაც გაგვიმართავს, გუშინ ღამით აშკარად დაეტყო სამეფო კლუბს თამაშის ხარისხის გამოსწორება და ამას ყველა აღნიშნავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრებს შედეგთან ერთად, ლამაზი თამაშითაც დავამახსოვრეთ თავი. მათ უდიდესი სამსახური გაგვიწიეს..."

"ეს გახლადთ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორიც საშინელი წინა კვირისგან განსხვავებით... ფაქტიურად ლიდერები ვართ ლა ლიგაში, ნამდვილად პირველები ვართ ჩემპიონთა ლიგაზე და დარწმუნებული ვარ კოპა დელ რეიზეც პირველები ვიქნებით. მე ვიპოვე გასაღები, თუ როგორ უნდა ვათამაშო ვარსკვლავური გუნდი და ეხლა უკვე ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება."

"არ მინერვიულია ხალხის კრიტიკაზე ჩემს მიმართ, რადგან მჯეროდა საკუთარი თავის და ჩემი ფეხბურთელების. კიდევ დავამატებ, რომ არცერთმა მწვრთნელმა ყურადღება არ უნდა მიაქციოს სხვის ბრალდებებს თავის მიმართ, თორემ ვერაფერს ვერ მიაღწევს."

"ეს მატჩი იყო სპეციალურად იმის გამოცდა, თუ როგორ შეგვიძლია მაღალი დონის კლუბებთან ქულების მოპოვება. ძალიან გახარებული ვარ რეზულტატით და დარწმუნებული ვარ "მილანსაც" დავამარცხებთ. არცერთი შეხვედრის, მოგება არ არის ადვილი და ეს გუშინ "ოსასუნამაც" დაამტკიცა."

"როგორც იქნა ვიპოვე გუნდის საუკეთესო სტილი, ამდენი ექსპერიმენტების შემდგომ. არავის ეგონოს, რომ ეს იყო "რეალის" საუკეთესო თამაში, ეს მხოლოდ ნახევარი გახლდათ იმისა რაც შეგვიძლია. მსაჯები ძალიან ცუდად მოქმედებდნენ და ეს აღსანიშნავია. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ვიპოვეთ ჩვენი გზა და სასარგებლოდ დავასრულეთ მატჩი."

"რაც შეეხება იგუაინის ფაქტორს გუნდში, იგი ყოველთვის მთავარი შემტევი ძალა იყო მადრიდულ გრანდში და მან ეს გუშინაც დაამტკიცა. როგორც ნახეთ არაჩვეულებრივი წყვილია ბენზემა–პიპიტა, იმედია ასე გააგრძელებენ. ფრაგი ყოველთვის ცდილობდა საკუთარი თამაშის პოვნას და მემგონი იპოვა იგუაინთან, ისინი არაჩვეულებრივად უგებენ ერთმანეთს, ორივე ძალიან სწრაფი და ახალგაზრდაა."

"სერხიო რამოსი ხომ უნივერსალია, მან მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში გადმოინაცვლა ალბიოლის გაძევების შემდგომ და შესანიშნავად გაართავა თავი დაკისრებულ მოვალეობას. არბელოამ და მასელომაც კარგი შეხვედრა ჩაატარეს, როგორც სჩანს ბრაზილიელი შეტევაში უფრო კარგად მოქმედებს, ესპანელი კი დაცვაში, მათ მართლაც კარგი ტანდემი შექმნეს."

"კმაყოფილებას ვერ დავმალავ ჩემი გუნდის მიმართ, მათ ძალიან გამახერეს მეც და გულშემატკივარიც. იმედია ასე გააგრძელებენ, მთავარია რომ საკუთარ ძალებში ირწმუნეს."


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

  • kevlisha
  • 1 ნოემბერი 2009
  • 3 552
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)