უბრალოდ საჭიროა პროფესიული სიამაყე
მოურინიოს ინტერვიუ, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ..
გრანადასთან განცდილი მარცხის შემდეგ, მოურინიო ცდილობს ეს წაგება საკუთარ თავს დააბრალოს.პრესკომფერენციაზე ჟოზემ განაცხადა, რომ ეს მარცხი მისი და დაღლილობის ბრალია, თუმცა ყველამ კარგად დაინახა თუ როგორ საშინლად გამოვიდა რეალი გრანადაში.ასევე მოურინიო ამბობს, რომ საჭიროა დამაჯერებელი თამაში ლა ლიგაში, რათა ჩემპიონთა ლიგაზე და სამეფო თასზე წარმატებით გამოხვიდე.
"თქვენ ვალდებულები ხართ იქონიოთ პროფესიული სიამაყე, რადგან რეალს კარგი დროება არ უდგას.რაც უფრო კარგად ვითამაშებთ ლა ლიგაში მით უფრო გამოგვადგება ეს ჩემპიონთა ლიგაზე." განაცხადა მოურინიომ.
იმის მიუხედავად, რომ მადრიდის რეალმა უკვე დათმო პრიმერას ტიტული, ჟოზე მაინც ცდილობს ფეხბურთელებს შთააგონის ის, რომ საჭიროა ლა ლიგაში ბოლომდე ბრძოლა.
"იყო მეორე საუკეთესო უკეთესია ვიდრე, იყო მესამე საუკეთესო.ჩამორჩე "ბარსას" 5-6 ქულით უკეთესია ვიდრე ჩამორჩე 15-16 ქულით." მოურინიო ცდილობს მოტივაცია მისცეს თავის ფეხბურთელებს.
ჟოზე მოურინიონ ასევე გააკრიტიკა დი მარია და შეეხო ბენზემას მარსელოს და იგუაინის ზედმეტ კილოგრამებს.
"ეს ძალიან მარტივი რამ არის, როდესაც შენი გუნდი აგებს შენ ვალდებული ხარ აიტანო ყველანაირი ტკივილი და წამოდგე ფეხზე(იგულისხმება დი მარიას მომენტი, როცა დი მარია ფეხებში დარტყმა მიიღო და ექიმების გამოძახება მოინდომა).ძლიან ცუდია შენთვისაც და შენი გუნდისთვისაც, როდესაც მოედანზე ზედმეტი კილოგრამებით დარბიხარ, ეს ეხება "პიპიტას" ბენზემას და მარსელოს, რომელიც სულ ახლახანს დაბრუნდა, სამთვიანი შესვენების შემდეგ.
ჟოზემ ასევე გააკრიტიკა ფეხბურთელები, რომლებიც გრანადასთან თამაშობდნენ.
"მე მესმის იმ ფეხბურთელების, რომელთაც ამ მატჩამდე "ბარსასთან" უმძიმესი მატჩი გადაიტანეს და დაიღალნენ, მაგრამ არ მესმის იმ ფეხბურთელების, ვინებიც სკამზე იჯდნენ და ისვენებდნენ."
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.ru
- 8 თებერვალი 2013
- 1 494
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.