„ეშმაკები“ საჰაერო ორთაბრძოლებით იმუქრებიან
მადრიდის „რეალი“ მომავალ ოთხშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. როგორც მოგეხსენებათ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი საჰაერო ორთაბრძოლებში ერთ-ერთი უძლიერესია, როგორც თითქმის ყველა ინგლისური გუნდი. ამ კომპონენტში წითლებიდან : ვან პერსი, რუნი, ვიდიჩი და რიო ფერდინანდი გამოირჩევიან.
ამ მატჩს გამოტოვებს „წმინდა იკერი“. კასილიასი თანაგუნდელებს ტრიბუნებიდან დაუჭერს მხარს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველი ფეხბურთელისთვის რთულია, როცა გუნდი, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს, ტრავმის გამო გარკვეული დრით ემშვიდობება. ცხადია დიეგო ლოპეზმა უკვე იცის, რომ მას მოუწევს ასეთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მადრიდელთა კარის დაცვა, რაც არ იქნება მარტივი. მოურინიო აღარ აპირებს შეიცვალოს აზრი, მას უკვე 100%-ით აქვს გადაწყვეტილი რომ ახალწვეული დიეგო ითამაშებს სასტარტო შემადგენლობაში. გალისიელ მეკარეს აქვს ჩემპიონთა ლიგის გამოცდილება, მას აქვს ნათამაშები როგორც მადრიდის „რეალის“ ასევე „ვილიარეალის“ მაისურით.
თეთრებისათვის ჯერ-ჯერობით ეს იქნება ამ წლის საუკეთესო მატჩი. წარმატება ვუსურვოთ და ერთად დავუჭიროთ მხარი მათ.
- 7 თებერვალი 2013
- 1 775
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.