რონალდუ : „ჩვენ უკეთესად ვთამაშობთ ვიდრე „მანჩესტერი““.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პორტუგალიაში, ჟურნალ „ჩემპიონის“ ჟურნალისტებთან ინტვერიუ ჩაწერა
„ ძალიან მინდა ყველაფერი კარგად დასრულდეს. მე ვფიქრობ, რომ მადრიდის „რეალი“ ახლა ბევრად ძლიერი გუნდია, მაგრამ ამის დამტკიცება მინდორზეა აუცილებელი. „მანჩესტერი“ კარგად ორგანიზებული და მოძრავი გუნდია“- განაცხადა პორტუგალიელმა.
„დიდი ხანია მინდოდა „ეშმაკუნების“ წინააღმდეგ თამაში, იმიტომ, რომ ამ გუნდიდან ბევრი კარგი მოგონება დამრჩა, „მან.იუში“ ჩემი კარიერის ბრწყინვალე და უმთავრესი წლები გავატარე. ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამდე გული მიგრძნობდა, რომ ჩვენი გზები გადაიკვეთებოდა“.
მან ასევე ისაუბრა სერ ალექს ფერგიუსონზე :„ სერ ალექსმა მასწავლა ფეხბურთის ანბანი, „მანჩესტერში“ 18 წლის მივედი, ფერგიუსონმა კი გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩემი კარიერია კარგად წარმართულიყო. ის ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა მსოფლიო ფეხბურთში, მოხარული ვიქნები მისი კიდევ ერთხელ ნახვით.
- 7 თებერვალი 2013
- 1 434
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.