ალბანეთი 1-2 საქართველო
ქართველმა ფეხბურთელებმა ალბანელები სტუმრად 2-1 დაამარცხეს
ახალი ფოტო ვერ ვიშოვე, ამიტომ ძველი დავდე :(
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტირანაში, "ქემალ სტაფას" სტადიონზე ალბანეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად ეთამაშა და 2:1 მოუგო.
თემურ ქეცბაიას გუნდს თავიდან მასპინძლები უგებდნენ, ანგარიში ერიონ ბოგდანიმ გახსნა 24-ე წუთზე. მე-40 წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა მათე ვაწაძემ თავურით გაათანაბრა. საგოლე პასი ლევან ყენიას ანგარიშზეა.
მატჩის ბედი 82-ე წუთზე გადაწყდა, როცა მცველმა უჩა ლობჟანიძემ კარიერაში პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა. ლობჟანიძემ გოლი მარცხნიდან ჩამოწოდების შემდეგ, კარისკენ ზურგისკენ მდგარმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო: კვასხვაძე, ლობჟანიძე, გრიგალავა, ხიზანიშვილი, კაშია (კაპ), კანდელაკი, კობახიძე, ძალამიძე, ყენია, თარგამაძე, მჭედლიძე.
მატჩის 21-ე წუთზე ლევან მჭედლიძის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე გამოვიდა.
გამორჩეული ფაქტები
ქართულ-ალბანურ დაპირისპირებებზე მართლაც ბევრი თქმულა და დღეს მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს შემოგთავაზებთ. უბრალოდ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ სულ პირველი დაპირისპირება, 1994 წლის 14 დეკემბერს რომ შედგა ტირანაში და ჩვენების გამარჯვებით რომ დამთავრდა, მართლაც განსაკუთრებული იყო: ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი საგარეო მოგება ოფიციალურ შეხვედრაში!
გამარჯვების მომტანი ის ერთადერთი ბურთი შოთა არველაძემ გაიტანა, რომელიც შემდეგშიც ალბანელთა მცველ-მეკარეთა რისხვა გახლდათ: ჩვენი დღევანდელი მეტოქის კარში სხვადასხვა დროს 6 გოლი აქვს გატანილი!
არცთუ ურიგო ინდივიდუალური მიღწევა აქვს ჩვენი ნაკრების დღევანდელ თავკაცსაც: თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელობის დროს ალბანელთა წინააღმდეგ ოთხჯერ ითამაშა და ის ოთხივე მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა! ამას გარდა, ქეცბაიას 2 გოლი აქვს გატანილი ალბანელთა კარში, ისე, როგორც ალექსანდრე იაშვილს.
შოთა არველაძის, თემურ ქეცბაიასა და ალექსანდრე იაშვილის გარდა, ალბანეთის ნაკრების კარში თითო-თითო გოლი აქვთ გატანილი: არჩილ არველაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, მიხეილ აშვეთიას, ლევან კობიაშვილს, გიორგი დემეტრაძეს, ლადო ბურდულს, ლადო დვალიშვილს, სანდრო კობახიძესა და ალექსანდრე ამისულაშვილს.
...მწვრთნელებს შორის კი ასეთი "სურათია": ალექსანდრე ჩივაძესა და ვლადიმერ გუცაევს ალბანელების წინააღმდეგ ორ-ორჯერ გაუყვანიათ ჩვენი ნაკრები და ოთხივე შემთხვევაში გავიმარჯვეთ.
ჩვენი ნაკრების სხვა მწვრთნელების მონაგარი კი ასეთია: მერაბ ჟორდანია - 1 მოგება და 1 წაგება, ალენ ჟირესი - 1 მოგება და 1 წაგება, თემურ ქეცბაია - 1 მოგება, კლაუს ტოპმიოლერი - 1 ფრე, ექტორ რაულ კუპერი - 1 ფრე, იოჰან ბოსკამპი - 1 წაგება.
საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ყველა დაპირისპირება
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
14. 12. 1994. ტირანა. "ქემალ სტაფა". 20 000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 0:1
0:1 შ. არველაძე (18).
საქართველო: ა. დევაძე - ზ. რევიშვილი, დ. კუდინოვი, მ. შელია, გ. ჩიხრაძე - კ. გოგიჩაიშვილი (65. მ. ჯიშკარიანი), გ. ინალიშვილი, გ. ქინქლაძე, თ. ქეცბაია - გ. გოგრიჭიანი, შ. არველაძე (75. გ. ჯამარაული).
კაპიტანი: მურთაზ შელია
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: გ. ქინქლაძე, თ. ქეცბაია
არბიტრი: ლ. მოლნარი (უნგრეთი)
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
26. 04. 1995. თბილისი. "ეროვნული". 25 000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 2:0
1:0 შ. არველაძე (2), 2:0 თ. ქეცბაია (42)
საქართველო: ა. დევაძე - გ. ღუდუშაური, მ. შელია (75. ნ. ლობჟანიძე), გ. ინალიშვილი, დ. კუდინოვი - კ. გოგიჩაიშვილი, გ. ჯამარაული, გ. ქინქლაძე, თ. ქეცბაია - დ. ყიზილაშვილი (59. ა. არველაძე), შ. არველაძე
კაპიტანი: მურთაზ შელია
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
არბიტრი: რ. ლუნგი (ჰოლანდია)
საერთაშორისო ტურნირი
08. 02. 1998. ლ ვალეტა. "ტაქალი". 750 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 3:0
1:0 თ. ქეცბაია (19), 2:0 მ. ყაველაშვილი (29), 3:0 ა. იაშვილი (70)
საქართველო: დ. გვარამაძე - ლ. სილაგაძე, მ. შელია, კ. კალაძე, გ. ჩიხრაძე - თ. ქეცბაია, გ. შეყილაძე, გ. ნემსაძე, გ. ჯამარაული (74. გ. კიკნაძე) - მ. ყაველაშვილი, ა. იაშვილი
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: ა. იაშვილი, მ. შელია
არბიტრი: ჩ. აგიუსი (მალტა)
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
05. 09. 1998. თბილისი. "ეროვნული". 45 000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 1:0
1:0 ა. არველაძე (65)
საქართველო: დ. გვარამაძე - ლ. სილაგაძე (43. გ. კიკნაძე), კ. კალაძე, მ. წერეთელი, ლ. კობიაშვილი - თ. ქეცბაია (54. ზ. ჯანაშია), გ. ნემსაძე, გ. ჯამარაული, ლ. ცქიტიშვილი - გ. ქინქლაძე - ა. იაშვილი (62. ა. არველაძე)
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: ლ. კობიაშვილი, მ. წერეთელი, ზ. ჯანაშია, გ. კიკნაძე
გაძევება: ზ. ჯანაშია
არბიტრი: კ. დეტრუჩი (შვეიცარია)
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
09. 10. 1999. ტირანა. "ქემალ სტაფა". 6000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 2:1
1:0 რაკლი (30), 2:0 კოლა (36), 2:1 შ. არველაძე (52)
საქართველო: გრ. ჭანტურია - გ. შეყილაძე, დ. ჭიჭვეიშვილი, გ. დიდავა, კ. კალაძე - ლ. კობიაშვილი, გ. ნემსაძე - ა. არველაძე (83. დ. ჯანაშია), გ. ჯამარაული, გ. გახოკიძე - შ. არველაძე
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მთავარი მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი
გაფრთხილება: დ. ჭიჭვეიშვილი. კ. კალაძე, გ. შეყილაძე
არბიტრი: ა. მიკალეფი (მალტა)
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
06. 09. 2003. თბილისი. "ეროვნული". 15000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 3:0
1:0 შ. არველაძე (8), 2:0 მ. აშვეთია (17), 3:0 შ. არველაძე (43)
საქართველო: გ. ლომაია - რ. ქემოკლიძე, ზ. ხიზანიშვილი, გ. ნემსაძე, დ. კვირკველია - ლ. ბურდული (68. ა. რეხვიაშვილი), გ. ჯამარაული (59. მ. ასათიანი), ლ. კობიაშვილი, ა. იაშვილი - შ. არველაძე (60. გ. დემეტრაძე), მ. აშვეთია
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მთავარი მწვრთნელი: მერაბ ჟორდანია
გაფრთხილება: ა. რეხვიაშვილი
არბიტრი: ნ. ვოლკარცი (დანია)
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
10. 09. 2003. ტირანა. "ქემალ სტაფა". 15 000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 3:1
1:0 ჰასი (52), 2:0 ტარე (54), 2:1 შ. არველაძე (63), 3:1 ბუში (80)
საქართველო: გ. ლომაია - რ. ქემოკლიძე (38. ა. რეხვიაშვილი), ზ. ხიზანიშვილი, გ. დიდავა (65. გ. დემეტრაძე), დ. კვირკველია - გ. ნემსაძე, ლ. კობიაშვილი - ა. არველაძე (56. გ. ქინქლაძე), გ. ჯამარაული. მ. აშვეთია - შ. არველაძე
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მთავარი მწვრთნელი: მერაბ ჟორდანია
გაფრთხილება: გ. დემეტრაძე, ა. რეხვიაშვილი
გაძევება: გ. გახოკიძე (სათადარიგოთა სკამიდან)
არბიტრი: მ. სალომირი (რუმინეთი)
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
08. 09. 2004. თბილისი. "ლოკომოტივი". 25 000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 2:0
1:0 ა. იაშვილი (15), 2:0 გ. დემეტრაძე (90)
საქართველო: ა. დევაძე - კ. მჟავანაძე, ო. ხიზანეიშვილი, ლ. სალუქვაძე, კ. კალაძე - ლ. ცქიტიშვილი, მ. ასათიანი (58. ჯ. კანკავა) - ა. იაშვილი, გ. ჯამარაული (77. დ. კვირკველია), ლ. კობიაშვილი - შ. არველაძე (89. გ. დემეტრაძე)
კაპიტანი: კახა კალაძე
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი
გაფრთხილება: კ. კალაძე, ჯ. კანკავა, გ. დემეტრაძე
არბიტრი: მ. კორტნი (ჩრ. ირლანდია)
მსოფლიოს ჩემპონატის შესარჩევი მატჩი
04. 06. 2005. ტირანა. "ქემალ სტაფა".
ალბანეთი-საქართველო 3:2
1:0 ტარე (6), 2:0 შკელა (33), 3:0 ტარე (55), 3:1 ლ. ბურდული (85), 3:2 ლ. კობიაშვილი (90)
საქართველო: ზ. სტურუა - ზ. ხიზანიშვილი, კ. კალაძე, ლ. სალუქვაძე, დ. კვირკველია - ლ. მაღრაძე (64. ლ. ბურდული), ა. რეხვიაშვილი, მ. ასათიანი (58. ვ. დარასელია), ლ. კობიაშვილი - გ. ჯაკობია, გ. დემეტრაძე (76. მ. ბობოხიძე)
კაპიტანი: კახა კალაძე
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი
გაფრთხილება: ა. რეხვიაშვილი, ვ. დარასელია
არბიტრი: ა. ტუდორი (რუმინეთი)
ამხანაგური მატჩი
22. 03. 2006. ტირანა. "ქემალ სტაფა". 2000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 0:0
საქართველო: გ. ლომაია (46. გრ. ჭანტურია) - ლ. მაღრაძე, მ. ღვინიანიძე, გ. შაშიაშვილი, ზ. ელიავა - კ. ალადაშვილი (88. გ. სეთურიძე), ზ. მენთეშაშვილი (35. გ. განუგრავა), ჯ. კანკავა (46. გ. ფოფხაძე), გ. გოგუა - ლ. ჯაკობია, ვ. გიგიაძე
კაპიტანი: ლაშა ჯაკობია
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
გაფრთხილება: გ. გოგუა, გ. განუგრავა
გაძევება: გ. გოგუა
არბიტრი: პ. დონდარინი (იტალია)
ამხანაგური მატჩი
10. 06. 2009. ტირანა. "ქემალ სტაფა". 2000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 1:1
0:1 ლ. დვალიშვილი (2), 1:1 აგოლი (59)
საქართველო: გ. ბედიაშვილი - უ. ლობჟანიძე, ზ. ხიზანიშვილი, გ. კაშია, გ. ფოფხაძე - ლ. რაზმაძე, ლ. კობიაშვილი (83. ი. კლიმიაშვილი) - გ. სეთურიძე, გ. მერებაშვილი (59. ო. მარცვალაძე), ა. იაშვილი (76. ბ. დაუშვილი) - ლ. დვალიშვილი (65. რ. ალექსიძე)
კაპიტანი: ლ. კობიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ექტორ კუპერი
არბიტრი: ა. სტავრევი (მაკედონია)
ამხანაგური მატჩი
29. 02. 2012. თბილისი. "მ. მესხი". 20 000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 2:1
0:1 კანი (3), 1:1 ს. კობახიძე (48), 2:1 ა. ამისულაშვილი (88)
საქართველო: ნ. რევიშვილი - გ. კაშია, ზ. ხიზანიშვილი, ა. ამისულაშვილი, გ. გრიგალავა (46. დ. კვირკველია) - ჯ. კანკავა (90. ი. ძარია), ბ. დაუშვილი (46. ნ. გელაშვილი) - დ. თარგამაძე (89. შ. გრიგალაშვილი), ჯ. ანანიძე (74. ლ. ყენია), ს. კობახიძე - ლ. დვალიშვილი (60. ო. მარცვალაძე)
კაპიტანი: ზურაბ ხიზანიშვილი
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
გაფრთხილება: ჯ. კანკავა
არბიტრი: გ. სიდენკო (მოლდოვა)
წყარო : სპორტული გაზეთი „ლელო“
- 7 თებერვალი 2013
- 2 709
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.