ლასანა დიარა: ეს გამარჯვება ძალას შეგვმატებს
ლასანა დიარამ ხეტაფესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
,,ეს გამარჯვება ძალას შეგვმატებს, ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობა რათა დავამარცხოთ მილანი, დღევანდელმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა, ასევე გახარებულია გუნდის თითოეული წევრი, ჩვენ ხვალიდან უკვე შევუდგებით იტალიელებთან მატჩისთვის მზადებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სამეფო გუნდს რევანში აქვს ასაღები ,,ჯუზეპე მეაცას" სახელობის სტადიონზე".
,,გუნდი დალაგდა, ალოკორკონთან მარცხის შემდეგ ფეხბურთელების ხასიათი ძალიან ცუდი იყო, იმედი მაქვს გავაგრძელებთ პროგრესირებას და გამარჯვებების მოპოვებას, რეალი წელს სამივე ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს, მიუხედავად იმისა, რომ განვიცადეთ მარცხი ანგარიშით 4-0, იმის იმედს არ ვკარგავთ, რომ შევძლებთ მომდევნო ეტაპზე გასვლას, ბერნაბეუზე ყველაფერი შესაძლებელია".
ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა მთავარ მწვრთნელზე
,,პელეგრინი შესანიშნავი ადამიანი და დამრიგებელია, პატარა ჩავარდნის დროს მას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი დაატყდა თავს, ყველა ჟურნალისტი მანუელს აკრიტიკებდა და რეალიდან წასვლაც უწინასწარმეტყველა მაგრამ ჩილელი პროფესიონალია და იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციაში, მე მას მხარს ვუჭერ და ყველა ჟურნალისტს მოვუწოდებ ნაკლები სისულელის თქმისკენ"-განაცხადა ფრანგმა ნახევარმცველმა.
- 1 ნოემბერი 2009
- 3 198
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.