El Pais: "რეალი" და "ნაპოლი" კავანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ"
El Pais-ის ცნობით "სამეფო კლუბმა" და "ნაპოლიმ" კავანის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
წყაროს თანახმად კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 25 წლის ურუგვაელი შემტევი მომდევნო სეზონიდან მადრიდის "რეალის" ღირსებას დაიცავს. როგორც ირკვევა ფეხბურთელი უკვე დათანხმდა პირადი ხელშეკრულების საკითხებს.
"სამეფო კლუბი" კავანის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გაიღებს (ამ თანხაში არ შედის ბონუსები). თეთრების გარდა ურუგვაელის მიმართ ინტერესს "ჩელსი", "პსჟ", "სიტი" და "ზენიტი" იჩენენ.
ამ სეზონში ედისონმა "ნაპოლის" მაისურით 27 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.
- 6 თებერვალი 2013
- 3 370
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.