ცრემლებამდე ერთგული 36 წელი

ცრემლებამდე ერთგული 36 წელი



"მე პლანეტის ყველაზე ძლიერი გუნდის სათავეში ვიყავი და მიუხედავად ყველა სირთულისა, რომელიც მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ჰქონდა , ბედნიერების მწვერვალზე ვიყავი. მაშინ ვერ ვამჩნევდი როგორ გარბოდა დრო"

ცრემლებამდე ერთგული 36 წელი




ბავშვობა



როცა ბავშვობას იხსენებს მის თვალებში სევდა ისადგურებს. ომის შემდგომი პერიოდი, „მარშალის გეგმა“, მკაცრი მამა და სიღარიბე, რომელსაც უხმოდ იტანდა, გახდა წინაპირობა მისი ხასიათის ჩამოყალიბებისა.


„ვფიქრობ ჩემი ხასიათი ბავშვობის შედეგად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვერ ვამჩნევდით, რომ ჩვენი ფორმირება ხდებოდა. სიღარიბეში და სიჩუმეში ვიზრდებოდით. ომი ახალი დამთავრებული იყო და ეს საშინელება იყო. იმედი მაქვს ეს აღარასდროს განმეორდება.
ჩემი ბავშვობის პირველი მოგონება - როგორ გვაიძულებდნენ რძის ფხვნილისაგან დამზადებული რძის დალევასა და ყველის ჭამას სკოლაში. სახლიდან ცარიელი ჭიქებით მივდიოდით. იქ კი გვივსებდნენ. ეს „მარშალის გეგმა “ იყო. ჩვენი თაობის საუზმე. (ასე ერქვა პროგრამას, რომლესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ ახორიცელებდა ევროპაში. ავტ.)

ჩვენ არ გვქონდა არდადეგები ბებია-ბაბუასთან. ჩვენი ზაფხულის დასვენება ქუჩა იყო. გამოვდგამდით სკამებს და უსასრულოდ ვლაპარაკობდით სხვადასხვა საგნებზე. მათ შორის ცხადია, „მადრიდზე“, „მადრიდი“ „ ბარსელონას“ წინააღმდეგ. ჩვენ ბედნიერები ვიყავით ქუჩაში. მთელ დღეებს იქ ვატარებდი. მარტო ვიყავი? მარტო ვთამაშობდი. სამნი? სამნი ვთამაშობდი. თუ 20-ნი ვიყავით 10-10-ზე ვიყოფოდით და ისე ვთამაშობდით. ჩვენ არაფერს ვითხოვდით. ეს იყო უბედნიერესი წლები.
და მაინც, ის რაც გვაკლდა ეს ბურთი იყო. 12 წლის ასაკში მშობლებმა ველოსიპედი და ბურთი მაჩუქეს. მაშინ მათ ამაში უდიდესი ძალისხმევა ჩადეს. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
მოიუხედავად სიღარიბისა, ჩვენ ვცხოვრობდით უფრო სუფთა, ნაკლებად ანგაჟირებულ საზოგადოებაში. მაშინ კონკურენციაც არ იყო. ერთადერთი რაც მათ სურდათ ეს თავიანთი შვილების ღირსეული აღზრდა იყო.

მამა მუდამ მკაცრი გამომეტყველებით ემოციებს თითქმის არ გამოხატავდა. მიყურებდა როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს... და მეტი არაფერი... უბრალოდ მიყურებდა. საკმარისი იყო მისი მზერა, რომ მე და ჩემი ძმა ვშეშდებოდით. დედას ჩხუბზე მეტად, მამას უხმო მზერა გვაჩერებდა. მამაჩემი პროგრესულად მოაზროვნე კაცი იყო. ძალიან მშვიდი და ჩუმი.
დედა მე და ჩემ ძმას მოკლე შორტების ჩაცმას გვაიძულებდა. ამას კი იმით ხსნიდა, რომ ის ვინც შარვალს ატარებდა მალე იზრდებოდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ საქმე ფინანსებში იყო. შორტებზე ხომ, გაცილებით ნაკლები ნაჭერი იყო საჭირო....

არა, მე არ შემიწყვეტია ბავშვად ყოფნა. მე ისეთვიე ვარ, როგორიც მაშინ ვიყავი. და თან მე ისევ სალამანკური აქცენტი მაქვს! მაგალითად, შენ იცი რას ნიშნავს ligrimo? აჰ, არ იცი? ეს ნიშნავს „სუფთა, ნათელი“

როგორც ალბერ კამიუ წერდა: „მზე , რომელიც მის ბავშვობას ანათებდა, მას ყველანაირ წუხილს უხსნიდა“ ვისენტე დელ ბოსკე ამ პროტრეტს შეესაბამება. სუფთა, ნათელი, მბრწყინავი.

Lígrimo. მის თვალებში,როცა ბავშვი იყო, Lígrimo. მის თვალებში როცა ბავშვია.






ცრემლებამდე ერთგული 36 წელი





მადრიდული კარიერის მოკლე ექსკურსი





„ბავშვობაში წარმოადგენა არ მქონდა როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი. არც მაშინ, როცა მადრიდის რეალში მოვედი. ისიც კი არ ვიცოდი ზუსტად მინდოდა თუ არა ფეხბურთელობა. მე დავიწყე მოგზაურობა და არ ვიცოდი ვიყავი თუ არა ნამდვილი მოთამაშე. ამ მოგზაურობაში დაიკარგა ბავშვობაც. ძალიან დამჯერი ვიყავი. ის, რომ მოვხვდი ისეთ კლუბში როგორიც „მადრიდის რეალი“ იყო ძალიან გამიმართლა.“



ვისენტე დელ ბოსკესათვის „ მადრიდის რეალი“ უნივერსიტეტი იყო. არ შეიძლება სხვანაირად ითქვას ადამიანზე, რომელმაც მადრიდში 16 წლიდან დაიწყო „ცხოვრება“ და იქ 36 წელი დაჰყო. მთელი მისი კარიერა თეთრ ფერშია შეღებილი. ცუდია თუ კარგია, მისი წარსული „მადრიდის რეალში“ დაიწერა. ბევრ გამარჯვებასთან და სიხარულთან ერთად, იყო სევდიანი მომენტებიც. განსაკუთრებით კლუბიდან მისი მოულოდნელი დათხოვნა და პირდაპირ კორიდორში დამშვიდობება.

ბოსკე გუნდში თავად სანტიაგუ ბერნაბეუს ხელით მოხვდა. თუმცა პირველ კლუბში თამაში რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო. ამ პერიოდში ის თავდამსხმელიდან ნახევარმცველად გადაკვალიფიცირდა.

მოთამაშის კარიერა „მადრიდის რეალში“

ესპანეთის ჩემპიონი: 1974/1975, 1975/1976, 1977/78, 1978/79, 1979/1980.
ესპანეთის თასის მფლობელი: 1974, 1975, 1980, 1982.

მწვრთნელის კარიერა „მადრიდის რეალში“

ესპანეთის ჩემპიონი: 2000/2001, 2002/2003.
ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 2001.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 1999/2000, 2001/2002.
უეფას სუპერთასის მფლობელი: 2002.
საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი: 2002.




ცრემლებამდე ერთგული 36 წელი




ბოსკე მწვრთნელი



როდესაც წარმატებულ კარიერას თვალს ავლებს და წარსულში ბრუნდება, მისი ყველაზე ტკბილი მოგონებები „მადრიდის რეალის“ კანტერას უკავშირდება.

„ჩემთვის ყველა ტიტული და გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე თბილი მოგონებები „მადრიდის რეალის“ კანტერასტან მაკავშირებს. ჩვენ ვიყავით ენთუზიასტების ჯგუფი, რომლებიც ფულისა და დიდების გამო კი არა, არამედ მაღალი დონის პროფესიონალებისა და უბრალოდ ღირსეული ადამიანების გასაზრდელად ვმუშობდით.
ყველაფერი რაც ახლა ვიცი სწორედ იქ ვისწავლე. პირველ რიგში ის, რომ პატივისცემა წარმატების წინაპირობაა. ყოველთვის ვთლვიდი, რომ მოთამაშეებსა და მწვრთნელს შორის ურთიერთპატივისცემა უნდ არსებობდეს. ტრენერი ტირანი არ უნდა იყოს , რადგან დიქტატურა ენთუზიაზმს კლავს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებში. ყველაფრის პარალელურად, გუნდში მწვრთნელის ავტორიტეტი უნდა იყოს. უნდა არსებობდეს იმის გაგება, რომ ყველაფერი მოთამაშეებზეა დამოკიდებული., მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს.
მაგალითად, თუ სერხიო რამოსი გასახდელში რთავს მუსიკას ისე, რომ კედლები ზანზარებს, ეს არაფერია, მაგრამ როცა მწვრთნელი შემოდის , მან ის მომენტალურად უნდა გამორთოს. “


ავტორიტეტი დელ ბოსკეს არც კანტერაში და არც პირველ გუნდში არ აკლდა. ფეხბურთელები მას პატივს სცემდნენ და უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ.
მთავარ გუნდში გატარებული 4 სეზონი - 4 ტიტულით. 2 ჩემპიონატი და 2 ჩემპიონთა ლიგა. რომ არ ჩავთვალოთ სხვა შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი ტიტულები. მაშინ, 2000-ში, გუნდი ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი. თუმცა ეს დელ ბოსკესთვის არც სათამაშო და არც საურთიერთო პრობლემას არ წარმოადგენდა. სხვა საქმე იყო მადრიდის მარკეტინგი, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ერთხელ გამოცემა „As-თან” საუბარში ბოსკემ თავისი გუნდის საიდუმლო გაახმოვანა. მან მაკელელე შეაქო:
„მან ყოველთვის იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ყოველთვის ჰქონდა გამზადებული პასები ზიდანისთვის, ფიგუსთვის, რობერტო კარლოსისთვის, იეროსთვის.“


ამით დელ ბოსკემ ახსნა, როგორ ახერხებდა შეენარჩუნებინა წონასწორობა მოედანზე. საინტერესოა, რომ მაკელელე „რეალიდან“ ბოსკეს წასვლის პერიოდში წავიდა. ის ხომ მოედანზე პატიოსანი მუშა იყო და არა გალაქტიკო. ვიღაცამ ვერ გათვალა, რომ ვარსკვლავებს უბრალო მშრომელიც სჭირდებოდათ, რომელიც მათ პასებს გადაუნაწილებდა...



ღირსებადაკარგული ხელმძღვანელობა და ღირსებაშელახული მწვრთნელი



ის რაც მაშინ მოხდა ალბათ „მადრიდის რეალის“ მრავალწლიანი ისტორიის ამოუხსნელ ეპიზოდად დარჩება. დარჩება სირცხვილის ლაქაც, რომელსაც „თეთრებიდან“ ვერანაირი ტიტული ვერ ამოიყვანს.

ესპანეთის ჩემპიონატის მოგებიდან მეორე დღეს, დელ ბოსკემ „მესამე ადამიანისგან“ გაიგო, რომ მას ათავისუფლებდნენ. როგორც ჩანს წყარო ვისენტისათვის სანდო იყო. მან ეს დაუჯერებელი ამბავი დაიჯერა. ის სტუდია "Аntena 3-ისაკენ" მიმავალ გზაზე იყო, როცა ეს ამბავი შეატყობინეს. გაოგნებულმა მწვრთნელმა სიმშვიდე ვერ შეინარჩუნა და ამბის გარკვევამდე სტუდიის წამყვანს უთხრა, რომ „რეალს “ მისი განთავისუფლება ჰქონდა გადაწყვეტილი. „ანტენტას“ გარდა , რეალის მწვრთნელს ინტერვიუ სადგურ "El Larguero-სთანაც" ჰქონდა დანიშნული. ამ დროის შუალედში მან სანტიაგუ ბერნაბეუზე შეიარა.

დირექტორ კარლოს მარტინეს დე ალბორნოსის კაბინეტისაკენ მიმავალს ის და ვალდანო კორიდორში დახვდნენ. ისე, რომ კაბინეტში არც კი შეუყვანიათ და არც სკამი შეუთავაზებიათ, განუცხადეს: „შენ აქ აღარ იმუშავებ“. ვალდანომ ამ სიტყვებს ისიც დააყოლა, რომ თუ ბოსკე ისურვებდა მას რაიმე სამუშაოს გამოუნახავდნენ, „ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მადლიერნი“ .
საუბარი დიდხანს არ გარძელებულა. გაოგნებული ექს მწვრთნელი მანქანაში ჩაჯდა. რამდენიმე წუთში მის ტელეფონზე გაისმა ზარი. რეკავდა იერო. „მათ მე განმათავისუფლეს“...

დიახ, იყო ამაში რაღაც „მადლიერებისეული“...







მიზეზები



ეს მოვლენა იმდროინდელი პრესის ლაპარაკის მთავარი მიზეზი გახდა. რა მოხდა რეალურად ეს ვერავინ გაიგო. გაუგებარი და უსაფუძვლო არგუმენტები იმისა, რომ რეალში ცვლილებების პერიოდი იწყებოდა, დამაკმაყოფილებელი არასდროს , არავისთვის ყოფილა.

ექსპერტთა ნაწილი ამას რეალის მარკეტინგულ გათვლებს აწერდა:
„ბლანკოსი“ ფლორენტინო პერესის დროს „მგეაკლუბობისკენ“ ისწრაფოდა. ხელლმძღვანელობა გულშემატკივრების დაპყრობა ხუთივე კონტინენტზე ცდილობდა. დელ ბოსკე ამ თანამდებობას არ უხდებოდა. ის არ საუბრობდა ინგლისურად, არ ატარებდა იტალიურ საყელოებს, აბრეშუმის ჰალსტუხებს...

დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადებას გააკეთებს რამონ კალდერონი მოგვიანებით. ის დელ ბოსკესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაზე იმ დროინდელი მდგომარეობის დეტალებს იხსენებს:


„მე მათ ვეუბნებოდი რომ ცდებოდნენ. დღემდე ვნანობ რომ გადარწმუნება ვერ შევძელი. ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება , რომელმაც კრახამდე მიგვიყვანა. ამასთანავე იყო, ერთი სულელი რომელიც ამბობდა, რომ დელ ბოსკეს კონტრაქტს მხოლოდ იმიტომ არ უხანგრძლივებდნენ, რომ ის ძველმოდური მწვრთნელია, თავისი ძველი მეთოდებით. აი თქვენი ძველმოდური მწვრთნელიც მსოფლიო ჩემპიონია. მადლობა“


ცრემლებამდე ერთგული 36 წელი




„თეთრი სიყვარული“




გავა დრო და დელ ბოსკე არნახულ წარმატებას ესპანეთის ნაკრებში მიაღწევს. „მადრიდის რეალზე“ ის ახლა გაცილებით ცივად, თითქოს გულგრილად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო აღნიშნავს, რომ უყვარს „რეალი“ და მისი მადლიერიც არის, მაინც, მის ყოველ ინტერვიუში იგრძნობა ის წყენა და ტკივილი, რომელიც ხელმძღვანელობამ მას მიაყენა. ამ ყველაფერს კი ამძაფრებს, მისი კატეგორიული უარი ისაუბროს „მადრიდის რეალიდან“ წასვლაზე, ან განიხილოს მისი სამომავლო გეგმები მშობლიურ კლუბთან დაკავშირებით.

ის ხომ 36 წლიანი ცხოვრების შემდეგ სახლიდან გამოაგდეს. ლოგიკურია. მას კვლავ სტკივა, მაგრამ სადღაც , გულის სიღრმეში, კეთილმა და ღირსეულმა „ულვაშამ“ იცის, რომ „მშობლებს არ ირჩევენ“



«როცა მეუბნებიან, რომ უკვე დავბერდი და მოდას არ მივყვები ეს გულს მტკენს. მე ჩემი ეპოქის ადამიანი ვარ, ისეთივე თანამედროვე როგორც დანარჩენები. გამოცდილებამ მასწავლა, რომ ვეტერანების რჩევებს უნდა დავუჯერო. არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ იმ კლუბიდან მიმავალი, სადაც 36 წელი გავატარე, ვტიროდი...»


შეიცვლება დრო, გუნდი, მიზნები , მაგრამ სამი რამ მის ცხოვრებაში უცვლელი დარჩება:
გამარჯვება, ულვაშები, თეთრი გული.

ეპოქის ადამიანი წარმოშობით „ბლანკოსიდან“ , ცრემლებამდე ერთგული, მუდამ (მაინც) „ მადრიდის" ვისენტე დელ ბოსკე...

  • .soney
  • 6 თებერვალი 2013
  • 4 494
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)