მარსელო და არბელოა მატჩის შემდგომ
"ხეტაფესთან" მოგება "რეალისთვის" იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მატჩის შემდგომ არბელოამ და მარსელომ კომენტარები გააკეთეს. ორივე ფეხბურთელი უზომოდ გახარებული იყო.
არბელოა:
"ჩვენ ისევ თავდაჯერებულები ვართ და "მილანთანაც" ასე ვაპირებთ თამაშს. ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ვართ შედეგით, რადგან მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება.
"ხეტაფესთან" მოგება აუცილებელი იყო. რთულ სიტუაციაში ვიყავით. ისევ მოვიპოვეთ თავდაჯერებულობა და მომდევნო მატჩსაც ასე ჩავატარებთ".
"ათი ფეხბურთელით ვთამაშობდით და ყველამ ძლიერად ვითამაშეთ. "ხეტაფეს" ერთით მეტი ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ ბევრი შანსი არ ჰქონია. მთელი თამაში ვდომინირებდით".
"იგუაინმა შესანიშნავად ითამაშა. ყველამ დაინახა, რომ ის დიდებულ ფორმაშია".
მარსელო:
"მატჩის წინ ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით. ბოლო შეხვედრაში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით, მაგრამ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. ყველა ბურთზე ვიყავით ორიენტირებულნი".
"ხეტაფემ" ვერ შეძლო ჩვენი შეჩერება. ამიტომაც წააგეს შეხვედრა".
"მიყვარს შეტევაში თამაში. ბრაზილიაშიც შეტევაში ვთამაშობ. ძალიან მომწონს ჩემი პოზიცია".
"ახლა ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მოვემზადოთ რთული მატჩისთვის "მილანის" წინააღმდეგ. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ".
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 1 ნოემბერი 2009
- 3 317
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.