"მანჩესტერ სიტი" - 250 მილიონი ევრო რონალდუს სანაცვლოდ
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაგეგმვას იწყებს.
როგორც ინგლისური პრესა იტყობინება, ბალოტელის გაყიდვის შემდეგ ქალაქელებმა მთავარ ამოცანად გუნდის შემტევი პოტენციალის გაზრდა დაისახეს.
პირველი ვის შეძენასას ქალაქელები გეგმავენ, ეს მადრიდის "რეალის" სუპერ ვარსკვლავი კრიშტიან რონალდუა. პორტუგალიელის სანაცვლოდ "სიტის" ხელმძღვანელობა მზადაა 250 მილიონი ევრო გაიღოს.
ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას მიანიშნა, რომ გუნდში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ეს ფაქტი კი ტრანსფერის განხორციელების შანსებს ზრდის.
- 4 თებერვალი 2013
- 2 755
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.