რონალდო: ეს ვარ ნამდვილი მე
რონალდო, რომელიც უკვე დიდი ხანია ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, აგრძელებს ხალხის გაოცებას.
რონალდომ სულ ახლახანს ჩამოაყალიბა გლობალური საელჩო, რომლის მთავარი მოვალობა და მიზანია დაეხმაროს და გადაარჩინოს უკიდურესად გაჭირვებული ბავშვები. მოგეხსენებათ დღეს-დღეობით მწვავედ დგას ეკონომიკური პრობლემები სხვადასხვა ქვეყნებში. ბავშვებს, რომელთაც სახსრები არ გააჩნიათ არსებობისთვის რონალდო მათ დაეხმარება.
"ბევრი ადამიანი მიყურებს მე და ფიქრობენ, რომ მიცნობენ, მაგრამ ეს ასე არ არის"-ასეთი კომენტარი გააკეთა რონალდომ ინტერვიუს ჩაწერისას.
"ეს ვარ ნამდვილი მე, საკმაოდ ჰუმანური და მგრძნობიარე ადამიანი. ადამიანი, რომელიც ღელავს სხვებზე, რომელსაც უნდა რომ დაეხმაროს მათ გაჭირვების ჟამს. მე მსურს, რომ ეს საქმიანობა გავაგრძელო ძალიან დიდი ხნის მანძილზე, რადგან სიამოვნებას მგვრის ის ფაქტი, რომ თუნდაც ერთ ბავშს დავეხმარე ცხოვრების გაუმჯობესებაში"
"მე ამაყი ვარ იმით რაც გავეკეთე და რასაც ვაკეთებ, მაგრამ მე არ მინდა გამოვიდე და ვთქვა, რომ მე მათ დავეხმარე და დაინახეთ ჩემი საქციელი. ეს ყველაფერი არ ჯდება ჩემს ხასიათში, რასაც ვაკეთებ მინდა დარჩეს ისე როგორც არის, ყოველგვარი გაბუქების და რეკლამების გარეშე"
"მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ თუ კარგ საქმეს ჩაიდენ ეს ყველაფერი ორმაგად დაგიბრუნდება. მინდა რომ მჯეროდეს მისი და არასოდეს არ დავივიწყებ მის სიტყვებს"
და ბოლოს მინდა ვთქვა ეს არის ის "ამპარტავანი" "მდიდარი" და "ლამაზი" "ბიჭუნა", რომელსაც მსოფლიო ასე ცუდად მოიხსენიებს? არა ეს არისნ რონალდო, რომელიც ეწევა ქველმოქმედებას უკვე დიდი ხნის განმავლობაში და ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს.
- 4 თებერვალი 2013
- 3 113
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.