მადრიდისტები ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები საკუთარი ქვეყნების ეროვნულმა ნაკრებებმა გამოიძახეს, სულ 10 ფეხბურთელი დატოვებს დროებით სამეფო კლუბს და ნაკრებს შეუერთდება.
ესპანელები ურუგვაის ნაკრებს მიიღებენ, "ფურია როხას" მხოლოდ 2 მადრიდელი, ალვარო არბელოა და სერხიო რამოსი გაუწევენ დახმარებას. ჩაბი ალონსო და იკერი კასილასი ტრავმირებულები არიან, რაულ ალბიოლი კი სამწვრთნელო გადაწყვეტილებით დარჩა განაცხადს მიღმა.
ხორვატიის ეროვნული გუნდი სამხრეთ კორეას უმასპინძლებს, ხორვატებს სამეფო კლუბიდან ლუკა მოდრიჩი ჰყავთ გამოძახებული.
შვედეთის გუნდი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს, სამხრეთ ამერიკელთა დამარცხებას გონსალო იგუაინი და ანხელ დი მარია შეეცდებიან.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება, სადაც მამლებს კარიმ ბენზემა დაეხმარება, ბუნდესნაკრების განაცხადში კი სამი ხედირა და მესუთ ოზილი მოხვდნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ვარანიც გამოიძახა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს მცირე დაზიანება აღენიშნება და იგი ვერ შეძლებს გერმანელებთან მატჩის ჩატარებას.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ეკვადორს მიიღებს, მთავარმა მწვრთნელმა პაულო ბენტომ საკუთარ გუნდში ორ მადრიდელს, კრიშტიანო რონალდოს და ფაბიო კოენტრაოს უხმო.
- 4 თებერვალი 2013
- 1 475
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.