ფანები ვარანს სასტარტოში ითხოვენ
ფანების დიდი ნაწილი თვლის, რომ ფრანგი მცველი სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს
„მარკამ“ ჩაატარა გამოკითხვა, ენდობა თუ არა გულშემატკივარი ვარანს, და უნდა იყოს თუ არა ის სასტარტო შემადგენლობაში.
გამოკითხულთა 61.5% აცხადებს, რომ ისინი ენდობიან ვარანს და სურთ იხილონ ფრანგი სასტარტო თერთმეტეულში. 38.5% არ ენდობა მას და მიზეზად გამოუცდელობას ასახელებს.
19 წლის ფრანგმა მცველმა „ბარსელონასთან“ ბრწყინვალე გამოსვლით, მრავალი ფანის ნდობა მოიპოვა. მან შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მოვალოებაზე მეტიც, გაიტანა გოლი. ამ ყველაფრის გამო საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა, გერმანიის წინააღმდეგ ამხანაური შეხვედრისათვის ვარანი გამოიძახა.
- 3 თებერვალი 2013
- 1 820
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.