მოუ დიეგოს ნდობას უცხადებს
პორტუგალიელი მწვრთნელი დიეგო ლოპეზს ენდობა
მოურინიო კასილიასის ტრავმის შემდეგ, ადანის შემცვლელად დიეგო ლოპეზი იყიდა. ლოპეზი რეგულარულად არ თამაშობდა „სევილიას“ ყველა მატჩში, ჟოზემ იცოდა მისი გამოცდილების შესახებ და ამიტომ მისცა უკეთესი შანსი, ეთამაშა რა მადრიდის „რეალში“. მას დებიუტი „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჰქონდა, მეორე მატჩი კი „გრანადას“ წინააღმდეგ ჩაატარა.
ახლა უკვე ყველაფერი ნათელია. წელს ადანს თამაში აღარ უწერია. მოურინიო კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გალისიელ გოლკიპერს გამოიყვანს.
- 3 თებერვალი 2013
- 1 637
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.