ჟოზეს პრესკონფერენცია

"გრანადასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის თამაშზე ისაუბრა...

"მოწინააღმდეგემ გამარჯვება სამართლიანად მოიპოვა. ვფიქრობ, რომ "გრანადას" ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში თავს ძალიან კარგად იცავდნენ. მინდა ავღნიშნო, რომ მეორე ტაიმში გვქონდა ძალიან რეალური შანსი გოლის გატანისა, თუმცა არ გაგვიმართლა. საბოლოო ჯამში კი მატჩის შედეგი სამართლიანია".

როდესაც ჟურნალისტებმა ჟოზეს ჰკითხეს, თუ ვისი ბრალია გუნდის წარუმატებლობა, პორტუგალიელმა შემდეგი პასუხი გასცა: "ეს კითხვა მერამდენედ უნდა დამისვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ვიმარჯვებთ, ყველა ერთად ვიმარჯვებთ და როდესაც ვმარცხდებით, იქ პასუხისმგებელი ყოველთვის მე ვარ".

"ნეგატიური შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან გეძლევა საშუალება რომ გამოიტანო სწორი დასკვნები მატჩისგან და შემდეგში ყველაფერი გამოასწორო. თამაშის შედეგით იმდენად უკმაყოფილო არ ვარ, რამდენადაც გუნდის პირველ ტაიმში ასპარეზობით. ეს საშინელება იყო, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენ ვდომინირებდით".

"ოთხშაბათს, "ბარსელონასთან" ძალიან დამღლელი მატჩი გავმართეთ და შესაძლოა ეს ყოფილიყო მიზეზი, გუნდის საშინელი თამაშისა. რამდენიმე მოთამაშეს, ვინც ელ კლასიკო ითამაშა, დღეს არ უასპარეზია, თუმცა უმეთეტობა "რეალის" ღირსებას "გრანადასთანაც" იცავდა. ძალიან ძნელია გაუძლო ასეთ ფიზიკურ დატვირთვას".

"დი მარიას ეპიზოდზე არ ვაპირებ ბევრის თქმას. როდესაც, რამდენიმე წუთი რჩება მატჩის დასრულებამდე და ტრავმა ძალიან სერიოზული არ არის, მოთამაშემ ტკივილს უნდა გაუძლოს და გუნდს დაეხმაროს".

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)