ქარი კვლავ ჟოზე მოურინიოს მიმართულებით უბერავს

ალფრედო რელანოს აზრი "მადრიდის რეალზე"

ჟოზე მოურინიოს, როცა მისი სახელი გამოაცხადეს ოთხშაბათის შეხვედრისას სანტიაგო ბერნაბეუზე, მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ტაში დაუკრა. ეს ბოლო კვირეების მანძილზე პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი რამ მოხდა. არ იყო არანირი სტვენა.

ის თავს კვლავინდებურად უსაფრთხოდ გრძნობს და ეს მე სულაც არ მაკვირვებს. ქარმა მიმართულება იცვალა და ის კვლავ მისი გზით უბერავს.

სარა კარბონერომ ამას წინათ მექსიკურ ტელეარხთან ინტერვიუსას განმარტება გააკეთა თავის წინა გამოსვლასთან და გამონათქვამთან დაკავშირებით. არ ვამბობ, რომ ვკიცხავ მის გამოსვლას, მაგრამ ბევრი ასეც მოიქცა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ეს განცხადება გაავრცელა, ყველა ჩვენგანისთვის ნათელი გახდა, თუ რით იყო განპირობებული მოურინიოს ისტერია, განსაკუთრებით კი მისი ცდა, რომ ადანი ექცია ნომერ პირველ მეკარედ და მისი ცხადი ანტიპატია იკერ კასილასის მისამართით.

ეხლა უკვე ძნელია იმის ფიქრი და დაჯერება, რომ იკერ კასილასი არ იყო იმ ადამიანებს შორის, რომლებსა გასახდელს შიგნითა ამბები საჯაროდ გამოჰქონდათ. სარა კარბონერო ჟურნალისტია და რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი უფლება, რომ წეროს და განაცხადოს იმის შესახებ, რაც იცის, მაგრამ ის ფაქტი, რომ სარა "მადრიდის რეალის" კაპიტნის მეგობარი გოგონაა, მას განსხვავებულ პოზიციაში აყენებს. ძნელია იმის თქმა, დართო თუ არა კასილასმა , ან იცოდა თუ არა მან წინასწარ, რის თქმასაც აპირებდა კარბონერო, მაგრამ ძნელია იმის დაჯერეა, რომ კარბონერომ ეს ინფორმაცია სხვა წყაროდან მიიღო, ან თუნდაც რომ სხვა წყაროდან მიეღო, ის მას აუცილებლად გადაამოწმებდა იკერ კასილასთან.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავიგოთ, თთუ რატომ დაიწყო ადანმა სასტარტოში "მალაგასთან" და "რეალ სოსეიდადთან" და რატომ გაურბოდა მოურინიო კასილასის შექებას. არა, ეს არ ხდება იმიტომ, რომ ის 100%-ით ენდობა ადანს, როგორც ვნახეთ "ბარსელონასთან" შეხვედრის წინ მან დიეგო ლოპესი იყიდა. ის უბრალოდ ცდილობდა, რომ კასილასი დაესაჯა. ის დისციპლინა, რომელსაც მოურინიო იყენებდა , როგორც ჩანს სიმართლე აღმოჩნდა. ეხლა კი ნებისმიერი შემთხვევითი თვითმხილვევლი კაპიტნის ნამოქმედარის მსხვერპლია, ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუმ" კი კვლავ დაიწყო მოურინიოს მხარდაჭერა. ეხლა მას შეუძლია კვლავ დაიწყოს , გააძლიეროს თავისი ავტორიტეტი და როგორც მოსალოდნელია ეს სეზონი "მადრიდის რეალისთვის" ე.წ. "ჰეფი ენდ"-ით დასრულდება კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგაზე. როგორ შემოტრიალდა ყველაფერი.

  • J.Z.
  • 2 თებერვალი 2013
  • 2 246
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)