"სიტი" ბენზემასთვის 45 მილიონს ამზადებს
როგორც იცით, ორიოდე დღის წინ მანჩესტერულმა გრანდმა მარიო ბალოტელი დაკარგა. იტალიელმა სამშობლოს მიაშურა და "მილანის" რიგებში ჩაირიცხა. ევროპულ სპორტულ გამოცემებში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ "სიტის" არაბ მესვეურებს "სუპერ მარიოს" სანაცვლოდ სხვა თავდამსხმელით გუნდის შევსება სურთ.
ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ინგლისური გრანდის სამიზნე მადრიდის "რეალის" "9"-იანი გახლავთ. კლუბის არაბი მეპატრონეები მზად არიან ქარიმ ბენზემას სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადონ. ჯერ საუბარი ამ ტრანსფერზე ძალიან ადრეა, თუმცა ძნელად წარმოსადგენი სულაც არ არის, რომ განხორცილდეს კიდეც, რამეთუ დადის მხები იმის შესახებ, რომ პერესს ფალკაოს შეძენა სურს. თუკი კოლუმბიელმა თეთრი მაისური მოირგო, მაშინ გუნდის დატოვება ორიდან ერთ-ერთ თავდამხმელს მოუწევს(საუბარია იგუაინსა და ბენზემაზე). აქედან გამომდინარე, რადგან რადამელში სავარაუდოდ დიდი თანხა იქნება გადახდილი, მის აღმოსაფხვრელად პერესი სხვა ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება, და ქარიმ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი იქნება....
- 2 თებერვალი 2013
- 1 622
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.