მეტოქეები "თეთრების" წინააღმდეგ ძალიან ხშირად ჯარიმდებიან
ჩანს, რომ "რეალის" წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია
მადრიდის „რეალი" არის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე მეტი ჯარიმა ინიშნება ესპანეთის ჩემპიონატში. უკანასკნელ 11 გასვლით მატჩში მეტოქეები 185-ჯერ დაჯარიმდნენ, საშუალოდ მატჩში 16.82-ჯერ. საერთო ჯამში, სეზონის დაწყებიდან მეტოქის გამო მატჩი 341-ჯერ შეჩერდა, ნახევარზე მეტი (185) ჯარიმა ლა ლიგაზე მოდის. ყველაზე ხისტ გუნდთა სიაში პირველ ადგილს „რეალ სოსიედადი" იკავებს (175 ჯარიმა „რეალის“ წინააღმდეგ) მეორე ადგილზე 174 ჯარიმით „ესპანიოლია“.
მადრიდელთა რიგებში ყველაზე ხშირად თამაშის წესი კრიშტიანუს წინააღმდეგ ირღვევა. 10 თამაშში მეტოქე მის წინააღმდეგ 26-ჯერ დაჯარიმდა. მეორე ადგილზე კი ალვარო არბელოაა 20 თამაშის წესის დარღვევით.
წყარო : Merengues.ru
- 2 თებერვალი 2013
- 1 162
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.