რონალდუ დიდი რისკის ქვეშ
რონალდუს "ხეტაფესთან" მატჩის მეორე ნახევარში, ბორხა ვალერას ვარდნის შემდეგ კოჭი დაეჭიმა
კრიშტიანუ რონალდუ დიდი რისკის ქვეშ დგას. პორტუგალიელი შემტევი "გრანადასთან" მატჩს სპეციალური კოჭის დამცავით ჩაატარებს, თუ რა თქმა უნდა ჟოზე გამოიყვანს მოედანზე. როგორც მოეგხსენებათ, სულ რაღაც 11 დღეში გაიმართება მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ამიტომ შესაძლოა მოურინიომ არ გარისკოს და მხოლოდ ნახევარი მატჩი ათამაშოს. მან ეს დაზიანება "ხეტაფესთან" მატჩში მიიღო, იგი განიცდიდა ტკივილს "ბარსელონასთან" წინააღმდეგ მატჩშიც, რომელიც ასევე კოჭის დამცავით ჩაატარა, როგორც თვითონ განაცხადა ეს იყო მისი ცუდი თამაშის მთავარი მიზეზი. დამცავი პლასტიკური ლენტა ხელს უშლიდა პორტუგალიელს ეფექტურ და ტექნიკურ მოძრაობებში.
წყარო : Marca.com
- 2 თებერვალი 2013
- 1 949
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.