კრიშტიანუ რონალდუს დამწუხრებიდან ბედნიერებისაკენ 5 თვეში
უკვე 5 თვე გავიდა მას შემდეგ რაც კრიშტიანუმ არ აღნიშნა გრანადასთან გატანილი 2 გოლი და განაცხადა, რომ ის ბედნიერად ვერ გრძნობს თავს მადრიდში...
სწორედ დღეს 00:01 საათზე გაიმართება მატჩი გრანადასთან 5 თვის შემდეგ. სწორედ მაშინ განაცხადა რონალდუმ რომ ვერ გრძნობდა მხარდაჭერას მადრიდელი გულშემატკივრებისგან. ბევრი რონალდუს მწუხარებას, მის ხელფასს აბრალებდა თუმცა რონალდუმ არაერთხელ განაცხადა რომ ფული არაფერ შუაში არ იყო.
უკვე ზედიზედ 4 წელია კრიშტიანუ ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე გაწბილებული ბრუნდება სახლში. თავის მხრივ ეს მოსაწყენიცაა. შეიძლება მიზეზი სწორედ ეს გამხდარიყო იმისი, რომ რონალდუ თავს კარგად ვერ გრძნობდა. როდესაც კრიშტიანუ დაუკავშირდა მადრიდის რეალის პრეზიდენტ - ფლორენტინო პერესს. მან განუცხადა, რომ მადრიდიდან გადაბარგება სურდა, თუმცა პერესისგან უარი მიიღო და განაცხადა, რომ რონალდუს მხოლოდ იმ თანხით გაუშვებდა რეალიდან რომლითაც იგი მესის ყიდვას შეძლებდა.
რონალდუ ამით სულიერად არ დაცემულა და იგივე სტილში აგრძელებდა თამაშს, როგორც აქამდე თამაშობდა. ამაზე მისი გატანილი გოლების რაოდენობაც მეტყველებს.
როდესაც მესიმ კიდევ ერთხელ მოიგო ოქროს ბურთი, კრიშტიანუ უკვე მეოთხედ დაბრუნდა სახლში გაწბილებული. ამის შემდეგ რეალის თამაშზე ბერნაბეუ კრიშტიანუსთვის კუთვნილ ოქროს ბურთს ითხოვდა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ ვერ დამალა კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ემოციები და აღიარა, რომ ის იმ იყო ყველაზე ბედნიერი თეთრი.
კრიშტიანუ რონალდუს საკმაოდ კარგად მისდის საქმეები რეალში. მას უკვე 179 გოლი აქვს გატანილი 177 ჩატარებულ მატჩში. კრისმა განაცხადა რომ არ უნდოდა და აპირებდა მადრიდის რეალის დატოვებას კონტრაქტის ამოწურვამდე. პორტუგალელს კი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. თუ იგი იგივე სტილში გააგრძელებს თამაშს არაერთ როგორც მადრიდულ, ისე მსოფლიო რეკორდს დაამხობს.
წყარო: AS.COM
- 2 თებერვალი 2013
- 2 311
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.