რამოსი და ხესუსი ფანებს შეხვდნენ
მას შემდეგ, რაც "ბლანკოსი" გრანადაში ჩავიდა, გუნდმა გეზი სასტუმროსკენ აიღო, სადაც დედაქალაქელებს გულშემატკივრებთან შეხვედრა ელოდათ...
სპეციალურად ფანებისთვის განკუთვნილ დარბაზში სერხიო რამოსი და ხესუსი წავიდნენ, სადაც მათ ავტოგრაფები დაარიგეს, ასევე შესაძლებელი იყო კუმირებთან გასაუბრება და სურათების გადაღება.
შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა, ახლა კი გრანადა სრული შემართებით ემზადება "რეალის" მისაღებად.
შეგახსენებთ, დაპირისპირება 01:00 საათზე დაიწყება.
- 2 თებერვალი 2013
- 1 283
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.