ბეილი: „რონალდუ საუკეთესოა“
"ტოტენჰემის" ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუს მიმართ სიმპატიები ვერ დამალა...
გარეთ ბეილმა გამოავლინა საკუთარი შთაბეჭდილებები კრიშტიანუს მიმართ და განაცხადა, რომ მადრიდელთა "შვიდიანი" თავისი ყოველმხრივი თამაშის ფონზე მსოფლიოში ნომერ პირველია.
"კრიშტიანუ რონალდუ მრავალფეროვანი და ყოველმხრივი ფეხბურთლია. ამიტომ ის მსოფლიოში ნომერ პირველია. ის ფეხბურთს სწორი გზით მიჰყვება. პორტუგალიელი ძალიან ამბიციურია, რაც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნამდვილად პლიუსია."
"საჯარიმო დარტყმები, საოცარი ტექნიკა - ეს ყველაფერი მას ბევრი გოლის გატანაში და ბომბარდირობაში ეხმარება. კრიშტიანუ ყველასთვის მისაბაძი მოთამაშეა. ის სხვა პლანეტაზეა, მესი კი სხვაზე. მინდა ვიყო ისეთივე კარგი, როგორიც რონალდუა."
ინფორმაციის წყარო: football-espana.net
- 1 თებერვალი 2013
- 2 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.