ვარანი: ”მესი სწორედ ისეთია როგორიც მეგონა”

რაფაელ ვარანს გამომცემლობა Marca-ს ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ინტერვიუ ჩაწერეს.

- თავს როგორ გრძნობთ ?

- გადასარევად, კარგად ვიასპარეზე, რაც ჩემი მიზანი იყო. ამასთან ერთად გოლიც გავიტანე, ასეთ შედეგს არც კი ველოდი.

- ასეთ შედეგს წარმოიდგენდით?

- ვეცადე ბოლომდე გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები, რაც მეტ-ნაკლებად გამომივიდა. ფაქტია, რომ ჩემგან ასე თამაშს არავინ არ მოელოდა, განსაკუთრებით კი მეტოქე გუნდი. მესი? ის ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა.

- ახლა ღრუბლებში ხარ?

- რა თქმა უნდა, ამ მატჩის შემდეგ ცოტა არ იყოს დავფრინავ და ცოტა დრო მჭირდება, რომ გამოვფხიზლდე.

- გოლის მომენტიდან რა გახსოვთ?

- მახსოვს ოზილი იყო ბურთით და ჩააწოდა, შემდეგ ავხტი და დავარტყი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გავიტანდი მაგრამ როდესაც ბურთი კარის ბადეში დავინახე ემოციები ვეღარ მოვთოკე და ბალახზე გავსრიალდი, პირველი სწორედ ეს მომაფიქრდა თავში. მიუხედავად ამისა საბოლოო შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მოედანზე მოსაგებად გავედით და ფრე სასურველი შედეგი არ არის.

- მთელი მატჩის განმავლობაში არც შიში გეტყობოდათ არც ღელვა...

- საერთოდ არ მეშინოდა, რადგან ისეთი დიდებული მცველების გვერდით მიწევს ვარჯიში და თამაში, როგორიც პეპე და რამოსი არიან, მათი რჩევები ძალიან მეხმარება. მოედანზე ბოლომდე დავიხარჯე, მატჩის შემდეგ კი ძალიან ბევრი დადებითი ემოციები მივიღე.

- რა გითხრეს თანაგუნდელებმა გასახდელ ოთახში?

- ძალიან უხაროდათ ჩემი გოლი და კარგი თამაში. ყველამ მომილოცა, რის გამოც მათი მადლიერი ვარ.

- როგორ ფიქრობთ ნოუ კამპზე მოახერხებთ ბარსელონას დამარცხებას?

რა თქმა უნდა! ჩვენი მიზანია უკეთესად თამაში და ფინალში გასვლა

  • SunSay
  • 1 თებერვალი 2013
  • 5 818
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (138)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)