იერო: ”ვარანს შეუძლია საუკეთესო გახდეს”

მადრიდის რეალის ყოფილმა კაპიტანმა ფერნანდო იერომ მადრიდის რეალის ახალგაზრდა მცველ რაფაელ ვარანზე ისაუბრა.

”შედარებების დრო ჯერ არ არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ვარანი ბრწყინვალეა და მას აქვს ყველა ის თვისება, რომლითაც შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდეს.”

”ის მშვენივრად ფლობს და აკონტროლებს ბურთს, რაც მთავარია გრზნობს მას, ამას გარდა კარგად არჩევს პოზიციებს, არის ძალიან სწრაფი და კარგად თამაშობს თავით როგორც საკუთარ, ასევე მოწინააღმვდეგის საჯარიმოში.”

”აღსანიშნავია მისი სუფთა თამაშიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვარანი სწორედ ასეთივე კარგი იყო ბარსელონასთან თამაშამდე, ამიტომ მისი მხოლოდ ამ შეხვედრის გამო შექება არ შეიძლება, მისი ასპარეზობა მანამდეც გამოსარჩევი იყო, რაც მთავარია ის უჩვეულოდ სტაბილურია თავისი ასაკისათვის.”

შეგახსენებთ ამ სეზონში რაფაელ ვარანმა ამ სეზონში თეთრი მაისურით 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მისი ბრწყინვალე ასპარეზობა არ გამორჩენია საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც და გერმანიასთან ამხანაგური მატჩისათვის ეროვნულ გუნდში იხმო.

  • SunSay
  • 1 თებერვალი 2013
  • 1 751
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (138)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)