"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე" - preview
ქალაქი: ხეტაფე (მადრიდის ავტონომიური საზოგადოება)
სრული დასახელება: Getafe Club de Fútbol
დაარსების წელი: 1983
პრეზიდენტი: ანხელ ტორესი
მთავარი მწვრთნელი: ხოსე მიგელ გონსალეს მარტილ დელ კამპო, მიჩელი
ზედმეტსახელი: Azulones
პირველად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, „მადრიდის რეალსა“ და „ხეტაფეს“ შორის შეხვედრის პირველი წრე იმართება „სანტიაგო ბერნაბეუზე“. წინა წლებში ლა ლიგის მიხედვით ამ კლუბებს შორის პირველი შეხვედრა, როგორც წესი იმართებოდა „ხეტაფეში“ და ამავდროულად ყოველ შეხვედრის წინ მიმდინარეობდა საუბარი „მადრიდის რეალში“ მწვრთნელის ყოფნა–არყოფნასთან დაკავშირებით. დღესაც არანაკლებ აქტუალურია მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხი, ასე რომ ამ მხრივ „ტრადიცია“ არაა დარღვეული. „ხეტაფე“ უმძიმესი გამოცდა იქნება ჩილელი სპეციალისტისთვის და შეიძლება ამ მატჩმა მისი კლუბში დარჩენა–არ დარჩენის საკითხი გადაწყვიტოს.
ყოველ წელს, „მადრიდის რეალსა“ და „ხეტაფეს“ შორის შეხვედრა სულ უფრო და უფრო პრინციპიალურ ხასიათს იძენს. „ჩვენების“ რიცხვი „ხეტაფეს“ რიგებში ყოველ წელს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. რაოდენ პარადოქსულად და სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, შეიძლება, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, „ხეტაფემ“ ბლანკოსების წინააღმდეგ არშემადგარი მადრიდისტებით დაკომპლექტებული კლუბი გამოიყვანოს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშკარად საგრძნობი გახდა ის პროგრესი, რასაც „ხეტაფე“ განიცდის. კლუბში თითქმის ყოველ წელს იცვლება მწვრთნელები და შემადგენლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა კლუბი არ სუსტდება, პირიქით პროგრესირებს (თუ არ ჩავთვლით ჩაგდებულ წინა სეზონს, როცა კლუბს მოუწია ბრძოლამ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის).

იდეების პოლიგონი
„ხეტაფე“– ახალ–ახალი მწვრთნელების იდეების ერთგვარი პოლიგონია. ხელმძღვანელობას არ აშინებს ნოვატორული პროგრამების განხორციელება და ისინი კლუბის მეთაურობას ახალგაზრდა მწვრთნელებს ანდობენ, რომლებიც თავიანთი მხრიდან ნდობას ახალგაზრდა ფებხურთელებს უცხადებენ.
იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე , რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ გახდნენ შედარებით უფრო დიდი კლუბების ძირითადის ფეხბურთელები, ფსონის დადება იქცა „ხეტაფეს“ ერთგვარ საფირმო ნიშნად.
კარგად მუშაობენ „ხეტაფეს“ საზღვარგარეთელი სელექციონერები, ამის ერთ–ერთი მაგალითია გოლკიპერი ოსკარ უსტარი და თავდამსხმელი ხუან ალბინი.
ავორიტეტთა რისხვა
კიდევ ერთი საფირმო ნიშანი „ხეტაფესთვის“ არის ის, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში გახდა ერთგვარად ავტორიტეტთა რისხვა. მისგან მარცხი იწვნიეს, როგორც „მადრიდის რეალმა“, ისე „ვალენსიამ“, „სევილიამ“, მაგრამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელი ფაქტი იყო სამეფო თასზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება ორი წლის წინ. კლუბის ბოლოდროინდელი მიღწევებიდან შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგები: მე–9 ადგილი ლა ლიგაში (ზედიზედ ორი 2006 და 2007 წლების განმავლობაში), სამეფო თასის ფინალი (2007 წელი), დასამახსოვრებელი მეოთხედფინალი უეფას თასზე, სადაც დრამატულ შეხვედრაში „ხეტაფემ“ დათმო „მიუნხენის ბავარიასთან“.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბი კარგად თამაშობს გრანდების წინააღმდეგ, მის ერთ–ერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ იგი, როგორც წესი ცუდად ასპარეზობს ისეთ კლუბებთან , რომლებიც შესაძლებლობებით მას ჩამოუვარდებიან და მისი ტოლნი არიან. ეს მისი უარყოფითი მხარე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ სეზონში, როცა მიჩელის კლუბმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა „ვალენსია“ და არაფრით არ გავდა საკუთარ თავს „სარაგოსასთან“ შეხვედრაში. არასტაბილურობა ამ კლუბის დამახასიათებელი თვისებაა.
ამ ზაფხულს „ხეტაფემ“ მისი შესაძლებლობების კლუბებთან შედარებით სერიოზული თანხები დახარჯა, მიახლოებით 13 მლნ. ევრო (ლა ლიგის კლუბებს შორის მეხუთე მაჩვენებელი). დახარჯული თანხის ნაწილი ამოღებულ იქნა საკუთარი ფებხურთელების გაყიდვის შედეგად: გრანერო („მადრიდის რეალი“) და უჩე („სარაგოსა“). ამ სეზონისთვის ერთადერთი მიზანი ევრო ლიგაზე ასპარეზობის უფლების მოპოვებაა, ანუ ლა ლიგის ექვს უძლიერესს შორის ადგილის მოპოვება.
ამ დროისთვის „ხეტაფე“ იკავებს მერვე ადგილს ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 12 ქულით. რიცხვი 12 ფიგურირებს გოლების შეფარდებაშიც: 12 გატანილი და ამდენივე გაშვებული. ასეთი მაჩვენებლის მოძებნა ლა ლიგის სხვა გუნდებში გაგიჭირდებათ. ამ სეზონში „ხეტაფე“ ყველა მატჩში უშვებს გოლს.
ხეტაფე– მეფეების ქალაქგარე რეზიდენცია
ისტორიულად „მადრიდის რეალი“ და „ხეტაფე“ არც ისე დიდი ხანია, რაც დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ , ამ უკანასკნელის რიგებში ბევრ ბლანკოსების კანტერას აღსაზრდელს უთამაშია და მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება. ესპანური პრესის მიხედვით–„ხეტაფე“ „მადრიდის რეალის“ ქალაქგარე ბანკია. „რეალი“ „ხეტაფეს“ გზას უკვე დაადგა ცხრა ფებხურთელი, გთავაზობთ ამ ფეხბურთელთა სახელებს:
2004 წელი -რიკი (ეხლა უკვე „დეპორტივოს“ ფეხბურთელი)
2005 წელი - ფარედესი „ეხლა უკვე „სარაგოსას“ ფეხბურთელი)
2007 წელი - გრანერო, დე ლა რედი
2008 წელი - ადრიანი, სოლდადო
2009 წელი - კოდინა, პარეხო, ტორესი
საკუთარ ფესვებს ამათგან ჯერ მხოლოდ გრანერო და დე ლა რედი დაუბრუნდნენ, მათ „ხეტაფეში“ შესანიშნავი სეზონი გაატარეს. ტორესსა და პარეხოს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვთ, ხოლო რაც შეეხება სოლდადოს, კოდინას და ადრიანას მათი „მადრიდის რეალში“ დაბრუნების შანსი ფაქტობრივად ნულის ტოლია.
კლუბის დღევანდელი შემადგენლობა ბოლო სამი–ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება უძლიერესად ჩაითვალოს. მიჩელს თითქმის ყველა პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელების გამოყვანა შეუძლია, კლუბის სათამაშო სქემა ასე გამოიყურება – 4-2-3-1, რომელიც ესპანეთში ძალიან პოპულარულია. სქემა ძალიან მოქნილია, შესაძლებელია მისი ტრანსფორმირება 4–4–2 ან 4–3–3 სქემაზე.
ერთი დეტალი, რომელიც აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რაულმა ვერცერთხელ ვერ შეძლო „ხეტაფეს“ კარის აღება
„ხეტაფეს“ სტატისტიკა „რეალთან“ გასვლით შეხვედრებში:
სულ– 5 შეხვედრა
მოგება–1
წაგება–3
ფრე–1
გაშვებული გოლი–7
გატანილი გოლი–4

- 31 ოქტომბერი 2009
- 7 193
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.