დიარა: „კლასიკოს" ატმოსფერო განსაკუთრებულია"

რობერტო კარლოსის მსგავსად, სამეფო კლუბის ბოლო ვარჯიშს "ბარსელონასთან" თამაშამდე, ყოფილი მადრიდისტა, მამადუ დიარა დაესწრო.მალის მკვიდრმა, რომელიც ამჟამად ინგლისურ "ფულემში" გამოდის, ინტერვიუ მისცა კლუბის საიტს.

„„ელ კლასიკოს" ატმოსფერო განსაკუთრებულია, რამეთუ გულშემატკივრებს სრულად აქვთ გააზრებული მისი მნიშვნელობა.ფეხბურთელები მწვანე მინდორზე, ამბიციებითა და ენთუზიაზმით უნდა გამოვიდნენ.საკუთარი ქომაგების წინაშე, "რეალი" საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინონ.ასეთი მიდგომით, შეგვიძლია სასურველი შედეგი დავაფიქსი როთ მეორე ორთაბრძოლის წინ.ვიმედოვნებ, მატჩს, რომელშიც ვნებათა ღელვა იქნება საკმაოდ მაღალი, "რეალის" მოიგებს."

„ეს დაპირისპირება, განსხვავდება სხვა თამაშებისაგან.გასახდელიდან დაწყებული, ფეხბურთელებზე საკმაოდ დიდი ზეწოლაა, თუმცა ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებენ და მზად არიან ყველაფრის გასაღებად.მოედანზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ფიქრობ, რა დიდი შესაძლებლობა გაქვს, "რეალის" სათანადოდ წარმოჩენისა."

„ფეხბურთელებს გააჩნიათ მტკიცე რწმენა.მათში საკმაოდ დიდი ენერგია და ენთუზიაზმი შეიგრძნობა.შეიძლება ითქვას, რომ ისინი სწორ გზაზე არიან.ჩემი დროის "რეალი" ამარცხებდა "ბარსას" და რა თქმა უნდა, ამის გაკეთება მიმდინარე ფორმაციის "ბლნაკოსსაც" ძალუძს.მეტიც, ახლანდელი გუნდის ხარისხიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია."

„მოურინიო ბრწყინვალე დამრიგებელია.ვფიქრობ, ყველასათვის რთულია, ორი მატჩის ჯამში მოუს გუნდის დამარცხება.სახლში თუ სტუმრად, "რეალის" შეუძლია გატანა."

RealMadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (138)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)