"ანჟი" კაკას ტრანსფერზე მუშაობს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯერ კიედვ გაურკვეველია, რა ბედი ეწევა რიკარდო კაკას.
როგორც იცით, იანვრის დასაწყისში, ბრაზილიელის დასაბრუნებლად, "მილანი" ინტენსიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოფიციალურ მადრიდთან, თუმცა როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, იტალიელები ესპანელებს ვერ შეუთანხმდნენ და რიკიც "ბლანკოსში" დარჩა.
უახლესი ინფორმაციით, ამჟამად, კაკას გადასაბირებლად, დაღესტანური "ანჟი" მუშაობს.კონკრეტულად, მოლაპარაკებების პროცესში, აქტიურად არის ჩართული ყოფილი მადრიდისტა, რობერტო კარლოსი (კლუბის სპორტული დირექტორი), რომელიც რამდენიმე დღის წინ მადრიდის ქუჩებში შენიშნეს.
მოგეხსენებათ, "ანჟი" ევროპის ლიგის 1/16 ფინალში გავიდა და იმისათვის, რომ მაღალი მიზნებისათვის იბრძოლოს, ესაჭიროება შემადგენლობის გაძლიერება.რუსეთი პირველობაზე მოასპარეზე გუნდი, სნეიდერით იყო დაინტერესებული, თუმცა უესლიმ თურქეთი აირჩია.
ჯერჯერობით უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა კაკასგან მწვანეს შემთხვევაში, მილიონერი სულეიმან კერიმოვი რომ მასში ანსტრონომიულ თანხას არ დაიშურებს, ფაქტია.ადგილობრივი ბიზნესმენის მთავარი ოცნება, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებაა და ამისათვის, "ანჟიში" 300 მილიონის ინვესტიციის ჩადებას აპირებს.
- 29 იანვარი 2013
- 2 449
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.