დიეგო ლოპესის პრესკონფერენცია

”მადრიდის რეალის” ახალწვეული ჟურნალისტებს შეხვდა.

გუნდის აღზრდილმა მის ბედნიერებასა და საკუთარ კლუბში დაბრუნებით გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა: ”ბედნიერი და გახარებული ვარ სახლში და ჩემს კლუბში დაბრუნებით. მართლაც რომ ძალიან მიხარია აქ ყოფნა. ყველაფერი იმის მსგავსია , როგორიც იყო, როცა აქაურობა დავტოვე: აკადემია, ადმინისტრაცია. დღითი დღე უფრო და უფრო კარგად გავდივარ ადაპტაციას და ეს ძალიან მახარებს. საბედნიეროდ ეხლა უფრო გამოცდილი ფეხბურთელი ვარ. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც მე წავედი. ჩემს კარიერაში ბევრი ევრპული არენაზე თუ საშინაო ჩემპიონატში ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონია და ეს უფრო მეტ თავდაჯერებულობას მმატებს. ვიცი, თუ რისი მოტანა შემიძლია გუნდისთვის. როცა ”მადრიდის რეალი” ფეხბურთელს ყიდულობს, ისინი მას ენდობიან და ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.”

ახალგაზრდა გუნდის აღზრდილი სახლში ექვსწლიანი განშორების შემდეგ ბრუნდება და გვპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს , რაც შეუძლია და ყველაფერს გაიღებს ამ კლუბისთვის: ”აქ იმისთვის ვარ, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც მე მომეთხოვება. ისინი მე , რაღაც მიზეზის გამო დამიკავშირდნენ და მე ამისთვის მზად ვარ. მომზადებული ვარ და ნებისმიერ დროს, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი მეტყვის, შემიძლია ვითამაშო. ესაა ის, რასაც მუდამ ვაკეთებდი და რის კეთებასაც გავაგრძელებ მომავალში. აქ ორი მეკარეა, მართლა გული მწყდება იკერის გამო, მაგრამ აქ ჩვენ ორნი ვართ, რომლებმაც ის პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, რასაც იკერის არყოფნა ქვია და დავეხმაროთ გუნდს.”

თავის სახლში დაბრუნებასთან და მიზნებთან დაკავშირებით, ”თეთრების” ახალმა ფეხბრურთელმა განაცხადა, რომ ბედნიერია და ისაუბრა იმაზე , თუ რისი მიღწევაც სურს: ”ძალიან კარგი გრძნობები მაქვს. ეს ეხება გუნდში დაბრუნებას, რომლის სისხლიც ჩემს ვენებში ჩქეფს მოყოლებული ახალგაზრდობის წლებიდან. ყველამ თბილად მიმიღო, აქ იმდენი ნაცნობი სახე დამხვდა ვერ წარმოიდგენთ. ასევე ეს ეხება გულშემატკივრებს, რომლებმაც გამოხატეს თავიანთი სიყვარული და პატივისცემა ჩემდამი და ეს ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩემი მიზანი არის მუშაობა და ყველაფრისთვის მზადყოფნა. დამშვიდებულად და ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს და ვნახოთ, თუ რას მომიტანს ეს სეზონი.”

”მე აქ იმისთვის ვარ, რომ ვეცადო ყველა თამაშში მივიღო მონაწილეობა. ვიცი, თუ რას წარმოადგენს ეს კლუბი, მაგრამ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯები იმისთვის, რომ მზად ვიყო სათამაშოდ და კონკურენციისთვის, ვინაიდან ამ პოზიციაზე აქ კონკურენციაა და აქედან გამომდინარე ეს მხოლოდ და მხოლოდ კლუბზე იმოქმედებს კარგად. კლუბისთვის კარგია ის, რომ ძალიან დიდი კონკურენციაა აქ, ვინაიდან სხვადასხვა პოზიციაზე ბევრი კანდიდატი განიხილება, რომლებსაც აქვთ თავიანთი პლიუსები. მწვრთნელი ჩემგან იმასვე ითხოვს, რასაც აქ მყოფი ნებისმიერი მოთამაშისგან: ბევრი შრომა, მონდომება და დისციპლინა.”

”მე აქ არავისთან არ მქონია კონტაქტი, როცა ჩემმა აგენტმა მითხრა ”მადრიდის რეალის” ინტერესის შესახებ , არც კი მიჭოჭმანია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი წასვლა სირცხვილი იყო: იმ დროს მე აქაურობა გარკვეული მიზეზების გამო დავტოვე და სახლში დაბრუნება ძალიან დიდი გამოწვევა და შესაძლებლობაა ჩემთვის. მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს, მის დირექტორთა საბჭოს და ტექნიკურ გუნდს, რომლებმაც ჩემდამი ნდობა გამოხატეს და შანსი მომცეს. აქ სამუშაოდ და ყველაფრის გასაღებად ჩამოვედი.”

  • J.Z.
  • 29 იანვარი 2013
  • 1 949
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (138)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)