21-ე საუკუნის დი სტეფანო
1953 წელს "მილიონაროსის" წინააღმდეგ ალფრედო დი სტეფანომ ულამაზესი ცრუმოძრაობების კასკადი შესთავაზა მაყურებელს, , მაშინ ყველა მიხვდა, რომ "ბლანკოსს" ეზრდებოდა ლეგენდა. ლეგენდა რომელიც მუდამ თეთრი იქნებოდა.
მადრიდის "რეალის" რიგებში ირიცხებოდა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. მის დროს - თეთრებმა მოიგეს 5 ევროპული ტიტული და 8 ლა ლიგის თასი, სულ რაღაც 11 წლის განმავლობაში.
ფლორენტინო პერესი თვლის, რომ მსგავსი ლეგენდა ახლაც ეზრდება რეალს. მადრიდის რეალის პრეზიდენტი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, აპირებს განახორციელოს უდიდესი პროექტი კრიშტიანუ რონალდუს გარშემო. პერესი ხედავს იგივე მომავალს რონალდუში, რაც იყო ალფრედო დი სტეფანოში.
თეთრების პრეზიდენტი ფიქრობს რომ 21-ე საუკუნის დი სტეფანო პორტუგალიელი სუპერვარსკვლავია. რონალდუს ამჟამინდელი კონტრაქტი 2015 წელს იწურება. პრეზიდენტი იმედოვნებს რომ რონალდუ "სამუდამო" კონტრაქტს გააფორმებს. კრიშტიანუ ახლა 27 წლისაა, ზუსტად იმდენის რამდენისაც იყო ალფრედო დი სტეფანო როდესაც იგი შეუერთდა "ბლანკოსის" რიგებს.
წყარო : Marca.com
- 26 იანვარი 2013
- 2 006
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.