ზაფხულში ლივერპული მოლაპარაკებებს გეგმავს
ინგლისური ლივერპული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სერიოზულ გაძლიერებას ფიქრობს, რადგან წლიდან წლამდე გუნდი პროგრესის ნაცვლად აშკარა რეგრესს განიცდის, მათი თამაშის ხილვა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ინგლისური ლეგენდარული კლუბი არა ჩემპიონატის მოგება, არამედ ოთხეულში შესვლასაც ვერ ახერხებს, რაც მათი მრისხანე ფანებისთვის რაღა თქმა უნდა კატასტროფის ტოლფასია...
ინგლისში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერსისაიდელები თავიანთი ყოფილი ფეხბურთელის, ჩაბი ალონსოს დაბრუნებას აპირებენ, მაგრამ რამდენად გამოუვათ ჩანაფიქრის განხორციელება, უკვე მეორე საკითხია.
ნური შაჰინის წასვლის შემდეგ მერსისაიდელთა ნახევარდაცვის რგოლი არც ისე კარგად გამოიყურება, აშკარა იყო, რომ როდესაც ნური მოედანზე გადიოდა ლივერპული გაცილებით უფრო დალაგებულ ფეხბურთს გვთავაზობდა.
გავრცელებული ინფორმაციით მერსისაიდული კლუბი სერიოზულად ინტერესდება ჩაბი ალონსოს შეძენით და მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზულ აქტიურობას აპირებს, ინგლისელებს ჩაბი ალონსოს დაბრუნება სურთ და ტრანსფერის გაჩარხვას ლამობენ.
ინგლისური კლუბი ხელმძღვანელობა ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 21 მილიონ ევროს იმეტებს, მათი განცხადებით, ეს არის იმ თანხის მაქსიმუმი, რომლის გადახდაც მათ შეუძლით, მოგეხსენებათ მერსისაიდელები არც ისე სახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ალონსო სამეფო კლუბის ცენტრალური რგოლის შეუცვლელი ფიგურაა და სეზონის შუაში ჟოზე მოურინიო მას არსად გაუშვებს, ზაფხული კი ინგლისელებს ხელსაყრელ ვარიანტად მიაჩნიათ, ამას ემატება ასაკის მატებაც, ჩაბი ახალგაზრდა ნახევარმცველად აღარ ითვლება და მისი 21 მილიონად გაყიდვას სამეფო კლუბი შემდგომ წლებში ნამდვილად ვეღარ მოახერხებს.
- 26 იანვარი 2013
- 2 200
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.