ჩავი : "კასილასს მხარდაჭერას ვუცხადებ"
კატალონიის ბარსელონას ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მხარდაჭერას უცხადებს სამეფო კლუბის კაპიტანს, იკერ კასილასს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთეს...
"ვიცი , რა ტრაგედია არის იკერისთვის ის, რომ ჩვენს წინააღმდეგ ვერ შეძლებს თამაშს, ასევე საეჭვოა მისი ასპარეზობა განმეორებით დაპირისპირებასა და ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრაში. ვფიქრობ, "ბლანკოსისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩების სერია იწყება, სადაც გუნდს კაპიტანი დააკლდება, რაც მათთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს."
"მე ბარსელონას ფეხბურთელი ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება ესპანეთის დედაქალაქში და როგორი ტემპი აქვთ იქაურ კლუბებს, მაგრამ კასილასი ჩემი მეგობარი და ესპანეთის ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია, რამდენიმე წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც იკერს "ფურია როხას" კაპიტნის სამკლაური აქვს ჩაბარებული. წარმატებებს და რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ესპანური ფეხბურთის ლეგენდას."
- 26 იანვარი 2013
- 2 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.