რუბენ დე ლა რედი სამწვრთნელო კურსებს გაივლის
რუბენ დე ლა რედმა გასული წლის სათასო შეხვედრაში "რეალ უნიონის" წინააღმდეგ გონება დაკარგა. მას შემდეგ ის მოედანზე არ გამოჩენილა. რუბენი ახლა დიაგნოზის მოლოდინშია, მაგრამ ექიმებს ასე ზუსტად არ შეუძლიათ დიაგნოზის თქმა. დე ლა რედმა კი გადაწყვიტა სამწვრთნელო კურსები გაიაროს.
15 ნოემბრამდე ფეხბურთელი ივლის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში, რათა გაიაროს სამწვრთნელო კურსები და მიიღოს ლიცენზია.
"მე ვაგრძელებ ფეხბურთელობას, მაგრამ დავდივარ სამწვრთნელო კურსებზე. სანამ დიაგნოზს დამისვამენ მაქვს ძალიან ბევრი დრო და მსურს მათი გამოყენება" – აცხადებს დე ლა რედი, რომელსაც თავიდან შეეძლება ახალგაზრდული გუნდების გაწვრთნა.
"ძალიან მსურს ფეხბურთში დაბრუნება, მაგრამ თუ ეს შეუძლებელი გახდება, მე გავივლი ყველა სამწვრთნელო კურსს, რათა შემეძლოს ყველა გუნდის გაწვრთნა" – განაცხადა დე ლა რედმა.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 31 ოქტომბერი 2009
- 2 916
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.