სტეკელენბურგი "რეალში"?
Football Italia-ს ცნობით მადრიდში იკერ კასილასის დროებით შემცვლელად, "რომას" 30 წლის მეკარის მარტინ სტეკელენბურგის კანდიდატურას განიხილავენ.
ჰოლანდიელმა მეკარემ, რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა "რომას" მთავარ მწვრთნელ ზდენეკ ზდემანთან არაერთხელ გამოთქვა სურვილი რომაული კლუბის დატოვების.
წყაროს თანახმად, სტეკელენბურგი შესაძლოა იკერ კასილასის შემცვლელი გახდეს, რომელმაც გრძელვადიანი ტრავმა მიიღო. დღეს გახდა ცნობილი, რომ მადრიდის "რეალის" კაპიტანს ხელზე ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება.
მადრიდის "რეალის" გარდა ჰოლანდიელის შეძენას იტალიური "მილანი" და ინგლისური "ფულჰემი" შეეცდებიან.
- 25 იანვარი 2013
- 2 221
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.