ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
იკერ კასილიასმა მატჩი მე-17 წუთზე იძულებით დატოვა
მადრიდის "რეალის" მეკარე და კაპიტანი იკერ კასილიასი, მე-17 წუთზე ანტონიო ადანმა ჩაანაცვლა. ამის მიზეზი გახდა თანამემამულეთა შეჯახება. არბელოას დიდი ძალით მოქნეული ფეხი შემთხვევით იკერს მარცხენა ხელში მოხვდა.
კასილიასს პირველადი დახმარება მოედანზევე აღმოუჩინეს, მას სურდა მატჩის გაგრძელება მაგრამ მწვანე საფარის დატოვება მოუწია. თითქოს დეჟა ვუ ვნახეთ ოღონდ პირიქით - არც ისე დიდი ხნის წინ, მოედანი ადანმა დატოვა და იგი კასილიასმა ჩაანაცვლა. ეს იყო მატჩი "სოსიედადის" წინააღმდეგ, სადაც ანტონიო ადანი მე-6 წუთზე, საკუთარ საჯარიმოში უხეშობის გამო, მინდვრიდან გააძევეს.
კასილიასის გასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაური რონალდუმ ჩაიბარა.
როგორც პირველადი შემოწმებიდან აღმოჩნდა, მას ხელი უბრალოდ ნაღრძობი აქვს და საბედნიეროდ არც ერთი ძვალი არაა დაზიანებული.
წყარო: Marca.com
- 24 იანვარი 2013
- 2 662
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.