ვალვერდე:"მეტოქე ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა"
„ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, მადრიდის „რეალთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
“ჩვენ ვერ ვითამაშეთ კარგად. ყველაზე ცუდი სეგმენტი ის იყო, რომ ჩვენ ვიყავით უმრავლესობაში და ვერ შევძელით ამის გამოყენება. ვერ მივაღწიეთ წარმატებას თავდასხმაში. ეს გვტკივა და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მეტოქე 11 კაცის წინააღმდეგ უფრო უკეთესად გამოიყურებოდა.“
„პირველ ნახევარში გუნდი შიდა ფეხბურთს თამაშობდა. ძალიან ცუდია, რომ პირველი ტაიმის ბოლო ვერ შევძელით თავის დაცვა და დასანანი ბურთი მივიღეთ. ამან კი მნიშვნელოვნად გაართულა ჩვენი ამოცანა.“
„მეორე ტაიმში ჩვენ მოვახერხეთ გოლის გატანა და კაცნაკლურ მეტოქეს ვეთამაშეთ. სამწუხაროა, რომ კიდევ ვერ შევძელით გატანა, მეტოქის დაცვა კარგად გამოიყურებოდა.“
„ზედიზედ სამი შეხვედრის ჩატარება მადრიდის „რეალთან“ ეს ყველაზე ცუდია რაც შეიძლება მოხდეს.“-განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.
- 24 იანვარი 2013
- 1 431
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.