”მადრიდის რეალი” პირველი სპორტული კლუბი 500 მლნ.-ზე მეტი შემოსავლით
2011/2012 წლების სეზონის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით ”მადრიდის რეალი” პირველი კლუბია მსოფლიოში, რომელმაც საერთო ჯამში 500 მლნ. ევროზე მეტი გამოიმუშავა საანგარიშო წლის მანძილზე.
Football Money League-ს მე-16 გამომცემლობის მიხედვით ირკვევა, რომ Deloitte-ს კონსულტანტების მიერ ჩატარებული კვლევებისა და ანალიზის შედეგად, 2011/2012 წლების სეზონში ”მადრიდის რეალის” საერთო შემოსავლებმა 500 მლნ. ევროს გადააჭარბა.
”თეთრებმა” საერთო ჯამში 512,6 მლნ. ევროს შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 33,1 მლნ. ევროთი (7%) მეტია. ისინი ამ მაჩვენებლით უკვე ზედიზედ მერვე წელია, რაც სათავაში უდგანან ყველაზე შემოსავლიან კლუბებს. სატელევიზიო მაჩვენებლები, უეფას ჩემპიონთა ლიგისა და საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრებიდან ”მადრიდის რეალმა” 199,2 მლნ. ევრო გამოიმუშავა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15,7 მლნ. ევროთი მეტია. ბილეთების გაყიდვით გუნდმა 126,2 მლნ. ევრო მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,6 მლნ. ევროთი მეტია. შემოსავლების ზრდა განპირობებულია გუნდის პროგრესით ევროპის ტურნირებზე, ასევე ამხანაგური ტურებით ჩინეთში, ა.შ.შ-სა და შუა აღმოსავლეთში. სპორტული მარკეტინგის შედეგად გუნში 187,2 მლნ. ევრო შემოვიდა (14,8 მლნ. ევროთი მეტი, ვიდრე წინა წელს). ეს ზრდა კი განპირობებულია გაუმჯობესებული სასპონსორო პირობებით , სარეკლამო კონტრაქტებით. Deloitte -ს დასკვნაში ნათქვამია: ”რთულ პირობებში ზრდის ტენდენცია აჩვენებს, რომ საერთაშორისო კრიზისები დიდად ვერ მოქმედებენ ისეთ გუნდზე, როგორიც ”მადრიდის რეალია” ”
- 23 იანვარი 2013
- 1 595
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.