მესუთ იოზილის ინტერვიუ

გერმანულ გამომცემლობა Bild-თან ინტერვიუში მესუთ იოზილმა გულახდილად ისაუბრა ”მადრიდის რეალში” არსებულ სიტუაციაზე, ასევე თავის პირად ცხოვრებაზე, იმაზე, თუ ვის თვლის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად და ვის გვერდით ისურვებდა დგომას მადამ ტუსოს მუზეუმში.

ამ კვირას პრესაში გავრცელდა ფოტოები, სადაც თქვენ დაფიქსირებული ხართ ცნობილ მომღერალ მენდი კაპრისიტოსთან ერთად. თქვენს შორის რამე ხდება?

უნდა ვაღიარო, რომ სურათები ნამდვილია, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ სხვა დამატებით რამის თქმა არ შემიძლია.

მაშინ ვისაუბროთ ფეხბურთზე. ”ბავარიამ” გამოაცხადა გვარდიოლას დანიშვნის შესახებ. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ხოსეპ გვარდიოლას მე პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ და მხოლოდ კლასიკოების დროს ვხვდებოდით, მაგრამ მის მიერ მოგებული ტიტულები ყველაფერზე მეტყველებენ.

ვის თვლით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად?


ჟოზე მოურინიოს.

პრესაში კი ყველგან წერენ, რომ მას და თქვენ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ.

მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა თითქმის არაფერი არ იციან იმის შესახებ, თუ რა ხდება გუნდს შიგნით. ისინი რაღაც საეჭვო ჭორებსა და ინფორმაციებს იყენებენ და ჭიანჭველისგან სპილოს ქმნიან. მათთან ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთი სცენარით ვითარდება. თუ შენ ახერხებ ზედიზედ სამი გამარჯვების მოპოვებას, შენ გაღმერთებენ და ცაში აყავხართ, თუ შენ წააგებ რამოდენიმე შეხვედრას, ცეცხლზე ცოცხლად გწვავენ. იმაზე, რასაც პრესა წერს და ამბობს, არ ღირს სერიოზული დისკუსიის გამართვა. ჩემთვის პირადად, ყველაზე მთავარი არის, რომ გუნდში კარგი გარემოა, ხოლო მწვრთნელი და ფეხბურთელები ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან.

დიდი ხანი ვოცნებობდი მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაშზე. აგერ უკვე სამი სეზონია ის არის ჩემი მწვრთნელი და ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. მისი მხრიდან ნდობას ვგრძნობ. საერთოდ, გარდა იმისა, რომ ის გამორჩეული მწვრთნელია, ის მართალი, სამართლიანი და პირდაპირი ადამიანია, რაც ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს.

არსებობს აზრი, რომ შესაძლოა თქვენ ”მანჩესტერ იუნაიტედში” გადახვიდეთ. თქვენ ოდესმე გიფიქრიათ წასვლაზე?

მე არასდროს არ მიფიქრია, რომ ”მადრიდის რეალიდან” წავიდოდი. მე აქ ყველაფერი მომწონს. მადრიდი დიდებული ქალაქია, სადაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. კლუბში თავდაჯერებულობა არ მაკლია. გარდა ამისა, მე აქ ახლო მეგობრები მყავს-სერხიო რამოსი და კარიმ ბენზემა. ვისურვებდი, რომ აქ კიდევ დიდი ხნის მანძილზე მეთამაშა. ჩემი ნება რომ იყოს, კარიერას სწორედ ”მადრიდის რეალში” დავასრულებდი.

თქვენ საკმაოდ ჩამორჩით ”ბარსელონას” . რა ჭირს გუნდს?

ესპანეთის ჩემპიონატში უიღბლო სტარტი ძვირი დაგვიჯდა. ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ არც თუ ისე ძლიერ მეტოქეებთან, მაგრამ გვაქს შანსი რეაბილიტაცია ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე მოვახდინოთ.

ვის ისურვებდით ყველაზე ნაკლებად მეტოქედ - ”ბავარიას” თუ ”დორტმუნდს”?

არ ვიცი, რა გიპასუხოთ. რომელ გერმანულ გუნდს ვისურვებდი მეტოქედ ტურნირის მსვლელობისას. ”ბორუსიაც” და ”ბავარიაც” ორივე საკმაოდ ძლიერები არიან. ჩვენ ”მადრიდის რეალი” ვართ და არავის არ გვეშინია.

ყველაზე მეტად რისი გჯერათ: ჩემპიონთა ლიგის მოგება ”მადრიდის რეალთან” ერთად, თუ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ეროვნული ნაკრების რიგებში?

ეროვნულ ნაკრებში და კლუბში არსებული სიტუაციები საკმაოდ გავს ერთმანეთს. ეროვნულ ნაკრებში ჩვენ ნახევარფინალში დავმარცხდით. ეხლა არ ვაპირებთ მოვლენებისთვის წინ გასწრებას. ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ საკვალიფიკაციო რაუნდის გავლა მოგვიწევს.

იოჰამ ლიოვმა თქვა, რომ სწორედ თქვენ ხართ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. რას ფიქრობთ, იცის თუ არა მან იმ ფეხბურთელის შესახებ, რომელსაც მესი ქვია?

რა თქმა უნდა, ის მას იცნობს (იცინის). მაგრამ მე მჯერა, რომ მწვრთნელმა კარგად იცის, თუ რა შემიძლია მე.

ანუ თქვენ ეთანხმებით მას?

მე მივხვდი ერთ რამეს, რომ არ ღირს მწვრთნელთან დავა (იცინის). ეჭვგარეშეა, მესი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მე ვაჩვენე, თუ რა შემიძლია და ეს ელ კლასიკოსა და სხვა დიდ შეხვედრებში გავაკეთე. რა ჱქმა უნდა, მე მინდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიყო. მე საკუტარი თავის წინაშე დიდი მიზნები მაქვს და მჯერა ჩემი სიძლიერის.

რომელი სამი ფეხბურთელი არის მსოფლიოში საუკეთესო?

არ მინდა ვინმეს წყენინება და ქედმაღლობად გამომივიდეს, ამიტომ ჩემთვის უმჯობესია გავჩუმდე.

მაშინ სხვანაირად გკითხავთ. რას გააუმჯობესებდით საკუთარ თავში?

მე ყოველთვის ფლეიმეიქერი ვიყავი და ყველაფერი კარგად გამომდის. ზედიზედ ორჯერ გავხდი ლა ლიგის საუკეთესო გამთამაშებელი. 2012 წელს ეროვნული ნაკრების ბომბარდირი გავხდი და ეხლა უკვე მინდა, რომ კლუბშიც უფრო მეტი გავიტანო.

ეხლა ამაში თქვენს საჯარიმო დარტყმები დაგეხმარებათ!

დიახ, მე და კრიშტიანო ერთმანეთში ვცვლით მაგ როლს. ყველას თავისისთვის მოხერხებული წერტილი გააჩნია.

როგორც ჩანს, რონალდუს მოედნის ნებისმიერი წერტილიდან უადვილდება დარტყმა. როგორ წყვეტთ, თუ ვინ უნდა დაარტყას?

მე ხშირად ვურტყამ საჯარიმოებს მარჯვენა ფლანგიდან, ხოლო კრიშტიანო კი მარცხნიდან. თუ ორივეს გვინდა დარტყმა, მაშინ შეიძლება ვითამაშოთ ”ქვა, მაკრატელი, ქაღალდი” , როგორც ”ბავარიაში” (იცინის).

უი, რონალდუზე. რამდენი სარკე კიდია გასახდელში?

არც ისე ბევრი, როგორც ყველა თვლის. ჩვენი გასახდელი ბევრი რამით სულაც არ გამოირჩევა ”ვერდერისა” და ”შალკეს” გასახდელისგან.

ვინ დგას ყველაზე დიდხანს სარკის წინ?

მე ნამდვილად არა.

რას ნიშნავს თქვენთვის თქვნი სხეული?

მე წარმოვადგენ ჩემს ეროვნულ ნაკრებს და ”მადრიდის რეალს”, ამიტომაც ყოველთვის კარგ ფორმაში უნდა ვიყო. ხშირად დავდივარ სავარჯიშო დარბაზში.

თქვენ ტატუ არ გაქვთ, მაგრამ გახვრეტილი გაქვთ ყური. ეს ახალი მოდაა?

მე ერთი ყური მაშინ გავიხვრიტე, როცა ჯერ კიდევ 14 წლი ვიყავი და ეს მშობლების ნებართვის გარეშე გავაკეთე. საღამოთი მამამ ყველაფერი გაიგო, მაგრამ არაფერი არ უთქვამს. მეორე დღეს მაშინვე გავიხვრიტე მეორე ყურიც.

როგორ აღწერთ თქვენი ტანსაცმლის სტილს?

მე მას აღვწერ, როგორც ძალიან კარგს (იცინის). ჩემი სტილი ჩემს ბუნებას გამოტავას, ჩემს ხასიათს. ის სპორტული და მოდურია. ვფიქრობ კარგად ვიცვამ და მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ფერს ვარჩევ, რომელიც მიხდება.

რომელი ფერი არ გიხდებათ?

ყვითელი!

”შალკეს” ყოფილი ფეხბურთელისგან სხვა რამეს არც უნდა ელოდო (”სალკე” და ”ბორუსია” - ”ახლო მეგობრები” არიან , ხოლო ”ბორუსიას” ძირიტადი ფერი კი ყვითელია-ავტორი)

შავი ფერი კარგია, მაგრამ ყვითელი არა და მითუმეტეს ვარდისფერი.

თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი იმიჯი?

უპირველეს ყოვლისა, მინდა ხალხს ვახსოვდე, როგორც კარგი, პოზიტიური ადამიანი. ბედნიერი ადამიანი ვარ და მინდა მისაბაძი მაგალითი ვიყო. განსაკუთრებით კი ბავშვებისთვუს. გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ სხვებისგან გამოვირჩევი და ჩემს მორიდებულობას უსვამენ ხას. თუ ვინმე იტყვის, რომ მე ქედმაღალი ვარ, მაშინ დეტალურად დავუკვირდები ჩემს საქციელს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა.

რა სიმღერებს უსმენთ თამაშის წინ?

მე თითქმის ყოველთვის Lil Wayne’-ს ვუსმენ.

... და ალბათ , რა თქმა უნდა, «Monrose» - საც (მენდი კაპრისტოს ჯგუფი)

მადლობა ინტერვიუსთვის (იცინის).

  • J.Z.
  • 23 იანვარი 2013
  • 3 219
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)