500 000 ევრო ბონუსის სახით თითოეულ ფეხბურთელს.

ფლორენტინო პერესმა და მიგელ ანხელ სანჩისმა გუშინ იკერ კასილასს და სერხიო რამოსს ბონუსების სისტემა გააცნეს.

”მადრიდის რეალის” კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი , იკერ კასილასი და სერხიო რამოსი გუშინ ფლორენტინო პერესმა და მიგელ ანხელ სანჩისმა დაიბარეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა გუნდის ბონუსების სისტემა.

პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა კაპიტნებს განუცხადეს, რომ თუ გუნდი მიმდინარე წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს, თითოეული ფეხბურთელი ბონუსის სახით 500 000 ევროს მიიღებს.

საინფორმაციო შეხვედრა მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში შედგა. პრეზიდენტმა კაპიტნებს საკმაოდ გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ წინა წელს ანალოგიური ტიტულის მოგებისთვის დაწესებული ჯილდო 360 000 ევროს შეადგენდა ერთ ფეხბურთელზე.

  • J.Z.
  • 22 იანვარი 2013
  • 2 449
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (73)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)