ხედირას ინტერვიუ
სამი ხედირამ კოპა დელ რეის 1/4 ფინალური შეხვედრის მეორე რაუნდის წინ პრეს-კონფერენციაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
გერმანელმა ნახევარმცველმა გუნდის მონდომებაზე და გუნდის თავს არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა: ”ჩვენ გადავუხვიეთ გზას, ამაზე ბევრს ვსაუბრობდით და ყველამ ვნახეთ, რომ არასწორი გზით მივდიოდით. ბევრი ვიმუშავეთ და ეხლა უკვე სწორ გზას ვადგავართ. სწორი მიმართულებით მივდივართ და დარწმუნებული ვარ, ეს მიმართულება მომავალში აუცილებლად მოგვიტანს შედეგებს. მართლა ცუდად ვთამაშობდით და რეალურად გავაუმჯობესეთ თამაშის ხარისხი.” როცა ”ვალენსიასთან” შეხვედრაზე კითხეს, ხედირამ უპასუხა: ”შედეგი კომფორტულია ჩვენთვის . მაგრამ ის არაფრის გარანტიას არ იძლევა. იქ გოლი უნდა გავიტანოთ, ვინაიდან ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ შეხვედრის მოსაგებად და უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შეტევებში ვითამაშოთ.”
წინა თამაშებში ხედირა კარგად გამოიყურებოდა, ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა: ”კარგად ვგრძნობ თავს და მინდა, რომ ასე გავაგრძელო. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მწვრთნელის მხრიდან ნდობა. სიმართლეა, რომ მე კარგ სათამაშო ფორმაში ვარ და ამაში გეთანხმებით. შემადგენლობა ბრწყინვალე გვყავს და ჩვენ ამით გახარებულები ვართ.” ხედირამ ასევე ისუაბრა ”მადრიდის რეალის” შანსებზე სამივე ჩემპიონატში: ”რა თქმა უნდა, შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი ლა ლიგის მოსაგებად. ასევე ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგა. კოპას არანაკლები ნიშვნელობა გააჩნია. სამივე მათგანი მნიშვნელოვანი ჩემპიონატებია.”
- 22 იანვარი 2013
- 1 937
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.