პირველი სამწვრთნელო ვარჯიში ”ვალენსიასთან” განმეორებით შეხვედრამდე
”მადრიდის რეალს” ოთხშაბათს კოპა დელ რეის განმეორებითი შეხვედრა ელის ”ვალენსიასთან”.
ჟოზე მოურინიომ , რომელიც ფეხბურთელებთან ერთად სამწვრთნელო ვარჯიშს ”ვალენსიას” გამანადგურებელი დამარცხებიდან 12 საათის შემდეგ დაუბრუნდა, ”მადრიდის რეალისა” და ”ვალენსიას” რიგით მესამე დაპირისპირების წინ 20 ფეხბურთელი გამოიძახა სავარჯიშოდ. ხაბი ალონსი, ხედირა, იოზილი და რონალდუ დარბაზში ვარჯიშობდნენ, პეპე კი თავის აღდგენით პროცედურებს გადის ტრავმის შემდეგ.
სესია, რომელიც Real Madrid’s Football City-ში ჩატარდა, დაიწყო ფეხბურთელების სამ განსხვავებულ ჯგუფებად დაყოფით. პირველ ჯგუფში შედიოდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაზე დიდხანს ითამაშეს ”ვალენსიასთან. არბელოა, ვარანე, ალბიოლი, კოენტრაუ, დი მარია და იგუაინმა თავიდან მოთელვითი და აღდგენითი ვარჯიშები შეასრულეს, რომელსაც შემდეგ გარბენი და ცოტათი დატვირთული ვარჯიში მოყვა. მათ რუი ფარია ხელმძღვანელობდა.
მეორე ჯგუფი გოლკიპერებმა დააკომპლექტეს კასილასის, ადანის, ხესუსია და ტომას მეხიასის შემადგენლობით. ისინი სპეციალური ვარჯიშებს ასრულებდნენ სილვინო ლოუროს ხელმძღვანელობით. დანარჩენმა ფეხბურთელებმა მესამე ჯგუფი შექმნეს, მათ ინტენსიური გამახურებელი ვარჯიშით დაიწყეს, ამის შემდეგ ბურთის კონტროლსა და კომბინაციურ თამაშზე დაფუძნებული სავარჯიშოების შესრულება დაიწყეს, შემდეგ აქცენტი სწრაფ გარბენაზე გაკეთდა. ჟოზე მოურინიო ყურადღებით ადევნებდა თვალს სამივე ჯგუფის მუშაობას.
- 22 იანვარი 2013
- 1 371
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.