"რეალი" ხესეს ყვითელს გაასაჩივრებს
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ხესე როდრიგესის "ვილეარეალთან" მიღებულ ყვითელ ბარათს გაასაჩივრებს...
"კასტილიის" მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ხესე როდრიგესმა "ვილეარეალთან" შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის მთავარმა არბიტრმა არიას ლოპესმა იგი ხელით თამაშისთვის გააფრთხილა, თუმცა განმეორებაზე კარგად ჩანს, რომ ეს უნებლიედ მოხდა და მას ეს განგებ არ გაუკეთებია.
"კასტილია" მომდევნო მატჩს "ბარსელონა ბ"-სთან გამართავს, თუმცა ხესეს 5 ყვითელი ბარათის დაგროვების გამო ამ შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. შესაბამისად, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა "ვილეარეალთან" მატჩის ამ ეპიზოდის გადახედვას მოითხოვს და არბიტრის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
- 21 იანვარი 2013
- 1 550
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.