"მილანი" კარვალიოსაც მიადგა
რიკარდო კარვალიოს შეძენას "მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც ცდილობდა, თუმცა პორტუგალიელმა მცველმა "რეალში" დარჩენა არჩია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად განახლდა საუბარი რიკარდოს გუნდის დატოვებაზე. როგორც ზემოთ გაუწყეთ, სწორედ "მილანი" გამოხატავს ინტერესს მის მიმართ.
იტალიურ პრესაში იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნეს, რომლებიც მთავარ მიზანს წარმოადგენენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "როსონერისთვის". ამ სიაში კარვალიოს გვერდს კაკა და ბალოტელი უმშვენებენ. უკანასკნელი ინფორმაციებით, ბრაზილიელის "მილანში" გადასვლა პრაქტიკულად გარდაუვალია, ხოლო რამდენად შეელევა ჟოზე მოურინიო მეორე ფეხბურთელის დაკარგვას ამ ზამთარში, ეგ მეორე საკითხია, მითუმეტეს კარვალიო პორტუგალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია. მან ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდში დატოვება სურს.
ჯერ-ჯერობით მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას არანაირი შემოტავაზება არ მიუღია მილანური მხრიდან, თუმცა, როგორც იტალიაში აცხადებენ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
- 21 იანვარი 2013
- 1 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.