Angel_მა ფრთები დაიბრუნა
ამდენი კრიტიკის შემდეგ ანხელი "დაბრუნდა"
არგენტინელმა ანხელ დი მარიამ ფრთები "მესტალიაზე" დაიბრუნა. მან აღიდგინა ძველი ფორმა და იდეალური მატჩი ჩაატარა. იგი ყოველთვის მაშინ უდგება მხარში გუნდს, როცა ეს "რეალს" სჭირდება და ახლაც ზუსტად ეს მომენტია.
მისთვის მატჩის პირველი 5 წუთი ცუდად დაიწყო, ზედიზედ 4 გადაცემა არაზუსტად გააკეთა, მაგრამ შეძლო უმთავრესი - "ვალენსიას" კიპერთან ერთი-ერთზე გასულმა დარტყმის მაგივრად გადაცემა თანამემამულე ფორვარდს გაუკეთა.
მადრიდის 22_ე ნომერი 2011 წელს არ იყო ხშირად სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ იგი დაბრუნდა "მესტალიაზე" ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, ეს იყო სამეფო თასის ფინალი კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში არგენტინელმა უზუსტესი გადაცემა გაუკეთა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, რომელმაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა მეტოქის კარში.
ყველა შეატყობდა დი მარიას განსხვავებულ აღნიშვნას. მან განაცხადა, რომ ადრე მისი გატანილი გოლები რიკარდო კოშტას ეძღვნებოდა. ახლა კი ყველა ბურთს თავის პატარას მიუძღვნის, რომელიც ზაფხულში დაიბადება.
წყარო : Marca.com
- 21 იანვარი 2013
- 1 973
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.