კრიშტიანუს მესამასე გოლი კარიერაში

"მესტალიაზე" დუბლის გაკეთების შემდეგ, სადაც პორტუგალიელი ვარსკვლავის გუნდმა "ვალენსია" 0:5 გაანადგურა, რონალდუსთვის მესამასე გოლი აღმოჩნდა კარიერაში.

გუშინდელ შეხვედრაში კრიშტიანუმ მოედანზე დემონსტრირება 34-ე წუთიდან დაიწყო, სადაც მან საგოლე გადაცემა ანხელ დი მარიას გაუკეთა(0:2). რონალდუმ "ღამურების" მცველ ადილ რამის შანსი არ დაუტოვა და არგენტინელ ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მისცა.

სულ რაღაც 2 წუთში პორტუგალიელმა პირველი გოლიც შეუგდო "ვალენსიას" (0:3). მისი მსხვერპლი კვლავ რამი აღმოჩნდა, ალვეში კი მარცხენა კუთხეში დარტყმული ბურთის აღებაში უძლური გახლდათ.

ამით კრიშტიანუს "მესტალიაზე" შეკრებილი გულშემატკივრების დამწუხრება არ შეუწყვეტია და პირველი ტაიმის 41-ე წუთზე დუბლი შეასრულა, დი მარიასთან და იოზილთან სრულყოფილი კომბინაციის შემდეგ (0:4).

ამდენად რონალდუმ თავის კარიერაში 300 გოლი დააგროვა. მადრიდის "რეალში" 3 წლიან დროის მონაკვეთში, CR-მ 174 შეხვედრაში 177 გოლის გატანა შეძლო, რაც საუკეთესოა "ლოს ბლანკოსის" ისტორიაში.

ინფორმაციის წყარო: Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (144)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)