ვარანი: "პირველ ტაიმში სპექტაკლი დავდგით"
"მაშინ, როცა რამდენიმე ფეხბურთელს არ ეძლევა თამაშის საშუალება ტრავმისა თუ სხვა მიზეზის გამო, შანსი უნდა გამოიყენოს იმან, ვინც ნაკლებ დროს ატარებს მოედანზე. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს სარგებელი მოვუტანო."
"ვეცდებით, რომ თამაშ-თამაშ გავაუმჯობესოთ შედეგი. ჯერ "ლა ლიგა" არ დასრულებულა, უკანასკნელ ტურამდე ვიბრძოლებთ."
"გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი მინდა აღვნიშნიო, ჩვენ სპექტაკლი დავდგით. ცხადია, ჩვენ სულ გვსურს, რომ ეგრე ვითამაშოთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება."
"ახლა მთლიანად თასის განმეორებით მატჩზე ვართ გადართულნი. ჩვენი მიზანი ნახევარფინალში გასვლაა. ცხადია, ვეცდებით ძალები არ დავიშუროთ ამ ტიტულის მოსაგებად."
"რაც შეეხება შიდა სამზარეულოს, გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს."
- 21 იანვარი 2013
- 1 867
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.