ოზილი: ”მსურს კარიერა რეალში დავასრულო”
მადრიდის რეალის ათიანმა სპორტულ ჟურნალ Bild-თან ინტერვიუ ჩაწერა.
”მადრიდი ბრწყინვალე ქალაქია და თავს ბედნიერად ვგრძნობ. რაც მთავარია კლუბი მენდობა. აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელთაგან სერხიო რამოსსა და კარიმ ბენზემას გამოვარჩევდი. მსურს ამ კლუბის მაისურით კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვითამაშო და საბოლოოდ კარიერა აქ დავასრულო.
მედია ხშირად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, არავინ იცის რა ხდება გასახდელში. ჩვენ იქ ვხალისობთ და ვიცინით, რაც ყველაზე მთავარია გუნდის ყოველი წევრი დიდ პატივს ცემს ერთმანეთს.
მოურინიო ბრწყინვალე მწვრთნელია, მან იცის ჩემი შესაძლებლობები, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ძირითადად მისგან დავალებებს ესპანურად ვიღებ, თუ არ მესმის, მაშინ ინგლისურად მეუბნება, ამ შემთხვევაშიც თუ ვერ გავიგე მისი ასისტენტი გერმანულად მითარგმნის. ჟოზეს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემი პატივისცემა მსურს კარგი თამაშით და დავალებების მაქსიმალურად ზუსტად შესრულებით გამოვხატე. ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი მოურინიოსთან თანამშრომლობაზე, სანამ სამეფო კლუბში გადმოვიდოდი.
ჩემი მიზანი მიმდინარე სეზონში იქნება უფრო მეტი საგოლე მომენტის შექმნა თანაგუნდელებისათვის და 10 გოლის გატანა. ვიცი, რომ ამას შევძლებ, რადგან 2012 წელს გერმანიის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი.”
- 21 იანვარი 2013
- 1 879
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.