რობერტო მანჩინი:"მადრიდის "რეალი"? არასოდეს თქვა არასოდეს"
მანუელ პელეგრინის წასვლის შემთხვევაში მადრიდის "რეალის" მწვრთნელობის ერთ–ერთი კანდიდატი იტალიელი რობერტო მანჩინია.
რობერტო მანჩინი შესაძლოა "რეალის" მწვრთნელი გახდეს. ის ფლორენტინო პერესის ერთ–ერთი ფავორიტია. მან ამის შესახებ შემდეგი განაცხადა: "მადრიდის "რეალი"? არასოდეს თქვა არასოდეს".
მანჩინი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ადრე სათავეში ედგა "ფიორენტინას" (2001–2002) და "ლაციოს" (2002–2004). შემდეგ კი ის გახდა მილანის "ინტერის" მწვრთნელი. მან "ნერიაძურის" მოაგებინა სამი სკუდეტო, ორი იტალიის თასი და ორი იტალიის სუპერთასი. ასე, რომ იტალიელი სპეციალისტის თქმით ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "ბევრი გუნდისგან მაქვს შემოთავაზებები. ვნახოთ რა მოხდება უახლოეს კვირაში".
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 30 ოქტომბერი 2009
- 2 429
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.