რონალდო: "არ უნდა მაკრიტიკებდეთ"
კოპა დელ რეის ეგიდით გამართული სათასო მატჩის შემდეგ, რომელიც "რეალმა" 2-0 მოიგო, ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანო რონალდოს შორის გასახდელში შელაპარაკება მოხდა...
როდესაც, ჟოზე მოურინიო გასახდელშ ფეხბურთელებთან სალაპარაკოდ შევიდა, რონალდოს მიმართა: "კრის, ბოლო 15 წუთში ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენე. უნდა იცოდე, რომ სათასო მატჩებში ყველა გოლს აქვს მნიშვნელობა".
მოგეხსენებათ, მატჩის ბოლო წუთზე, "რეალმა" აუტი მოიპოვა და კრიშტიანომ ძალიან იჩქარა მოწოდების დროს და ბურთი "ვალენსიამ" აიღო, შემდეგ კი ჯარიმაც მოიპოვა. ჟოზეს ეს ეპიზოდი არ გამოპარვია და რონალდო გააკრიტიკა, საპასუხოდ კი გაბრაზებულმა პორტუგალიელმა თანამემამულეს მიმართა: "მე გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ასეთ კრიტიკას არ ვიმსახურებ". უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი 27 წლის ფორვარდმა ჩვეულზე მაღალ ტონში თქვა.
წყარო:Marca.com
- 19 იანვარი 2013
- 4 323
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.