ზაფხულის გეგმა
სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, უკვე დაგეგმილი აქვს მომავალი ზაფხულის ცხელ-ცხელი ტრანსფერები. ბეილი, ფალკაო და კლოპი - ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებისთვისაც მადრიდის "რეალი" იბრძოლებს...
უნდა აღინიშნოს, რომ პერესი არ აპირებს თავისი სურვილით ჟოზე მოურინიოს გუნდიდან გაშვებას ამ სეზონის შემდეგ, მაგრამ თუ პორტუგალიელმა თვითონ გადაწყვიტა მადრიდის დატოვება, ამ შემთხვევაში, დონ პერესი კლოპს მიმართავს. ასევე განიხილება რაფაელ ბენიტესის საკითხიც, რომელიც ამჟამად ლონდონის "ჩელსის" უდგას სათავეში.
რაც შეეხება ფალკაოს თემას, ეს უკვე თითქმის გადაწყვეტილია. კოლუმბიელი არ თანხმდება სხვა გუნდების შემოთავაზებებს, რადგან მას მადრიდში სურს დარჩენა და "რეალთან" ერთად ტიტულების მოგება.
მესამე ადამიანი, რომლის შეძენას სამეფო გუნდის გეგმაშია, არის გარეტ ბეილი. ალბათ, კაკა გუნდს დატოვებს და ნახევარდაცვაში განაცხადს უნივერსალი ბეილი შეავსებს. აღსანიშნავია, რომ მისი გადმოყვანაც ისეთივე რთული იქნება, როგორც ლუკა მოდრიჩის.
წყარო:Defensacentral.com
- 19 იანვარი 2013
- 2 559
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.